Thumbnail
  • მემორიალის მე-2 დღე: საქართველომ 2-2 ოქრო, ვერცხლი და 6 ბრინჯაო მოიპოვა
  • ჩემპიონები ბექა ლომთაძე და ზურაბ ერბოწონაშვილი გახდნენ

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გივი კარტოზიასა და ვახტანგ ბალავაძის მემორიალის მე-2 დღეს საქართველოს წარმომადგენლებმა 10 მედალი მოიპოვეს - 2-2 ოქრო და ვერცხლი და 6 ბრინჯაო.

მათგან მხოლოდ ერთი ბრინჯაო მოდის ბერძენ-რომაელთა ნაკრებზე, დანარჩენი 9 მედალი კი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მონაგარია.

ტურნირის ჩემპიონები ბექა ლომთაძე (61) და ზურაბ ერბოწონაშვილი (79) გახდნენ, მეორეზე კონსტანტინე ხაბალაშვილი (70) და ირაკლი მწითური (92) გავიდნენ, ხოლო ბრინჯაოს მედლებს მიხეილ ბერძნიშვილი (61), ლევან ქელეხსაშვილი, მირზა სხულუხია (ორივე - 70), ტარიელ გაფრინდაშვილი (79) და ბექა ნადაშვილი (92) დაეუფლნენ. 

ბერძენ-რომაელთაგან ერთადერთი მედლის მფლობელი გიორგი ხუჭუა გახდა 72 კილოგრამში.

კომენტარები

ბოლო ამბები