Thumbnail

ფელის ვისენტე: მსაჯის გადაწყვეტილებამ თამაში მთლიანად შეცვალა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ფელის ვისენტემ მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა
  • დინამოს მთავარი მწვრთნელი გამანადგურებელ მარცხს წითელ ბარათს აბრალებს

თბილისის დინამომ უეფას ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა სტუმრად როტერდამის ფეიენოორდთან ჩაატარა და უშანსოდ, ოთხბურთიანი სხვაობით - 0:4 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, თბილისის დინამოს მთავარმა მწვრთნელმა ფელის ვისენტემ მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.

ფელის ვისენტე: მინდა ვთქვა, რომ ასეთ შედეგს ნამდვილად არ ვიმსახურებდით. მე-80 წუთამდე კარგად ვთამაშობდით. შულაიას გაძევების შემდეგ, ყველაფერი აირია, რამაც ასეთ შედეგამდე მიგვიყვანა.

ჩვენი ფეხბურთელები პროფესიონალები არიან და მატჩისთვისაც ფსიქოლოგიურად მზად იყვნენ, თუმცა მსაჯის გადაწყვეტილებამ, რომელიც ჩემი სუბიექტური აზრით, არასამართლიანი იყო შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. რაც შეეხება შენგელიას მინდვრიდან გასვლას, შენგელიას გაყვანა ტაქტიკური გადაადგილებით იყო გამოწვეული.

ყველა ფეხბურთელი თამაშისთვის მზად არის. საკუთარ არენაზე თამაშისა და გულშემატკივრის იმედი მაქვს. (დინამო უეფას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს).

კომენტარები

ბოლო ამბები