Thumbnail

ექვსი ერი - ინგლისმა იტალია გაანადგურა, პირველი ტური დასრულდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • იტალია 15:46 ინგლისი.
  • პირველი ტური დასრულდა.
  • ინგლისი პირველ ადგილზეა.

ექვსი ერის პირველი ტურის ბოლო მატჩი სტადიო ოლიმიპიკოზე გაიმართა, სადაც იტალიამ ინგლისს უმასპინძლა. სტუმრებს მეტოქის დამარცხება არ გასჭირვებიათ. ინგლისმა პირველ 11-წუთში მეტოქეს ორი ლელო დაუდო, თავი ორივეჯერ ენტონი ვოთსონმა გამოიჩინა. ოუენ ფარელმა კი ვერცერთი გარდასახვა ვერ გაიტანა. მე-20 წუთზე ტომაზო ბენვენუტიმ ანგარიშში სხვაობა შეამცირა, ტომაზო ალანმა გარდასახვის გატანა შეძლო.

რომი - სტადიო ოლიმპიკო.
იტალია ინგლისის მატჩს 61 664-გულშემატკივარი დაესწრო.

ოუენ ფარელმა ქულების დაგროვება 25-ე წუთიდან დაიწყო, ინგლისელმა ჯერ ლელო დადო და შემდეგ გარდასახვაც ზუსტად შეასრულა. იტალიამ შესვენებამდე ჯარიმის გატანა მოასწრო და ინგლისმა ტაიმი 17:10 მოიგო.

მეორე ტაიმში ინგლისმა მეტოქეს ოთხი ლელო დაუდო, იტალიელებმა კი მხოლოდ ერთხელ შეძლეს ინგლისის ჩათვლის მოედანში ბურთის დამიწება. მატჩი სტუმართა გამარჯვებით 46:15 დასრულდა. ედი ჯონსის ნაკრები, პირველი ტურის შემდეგ, უელსთან ერთად პირველ ადგილს იკავებს.

ექვსი ერის მომდევნო ტურის შეხვედრები 10-11 თებერვალს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები