Thumbnail

ახლახან ჰოლანდიურ მედიაში (AD.nl, Telegraaf.nl და სხვები) გავრცელებული ცნობის თანახმად, უეფამ თბილისის დინამო დასაჯა - ევროპალიგის მე-3 საკვალიფიკაციო წრის საპასუხო მატჩს "დინამო არენაზე" ფეიენოორდის წინააღმდეგ ცარიელი ტრიბუნების წინაშე გამართავს, პლუს გუნდმა 50 ათასი ევრო უნდა გადაიხადოს. ეს შეხვედრა 15 აგვისტოს გაიმართება. 

შეგახსენებთ, რომ გუნდების პირველი მატჩი დღეს 21:30-ზე "დე კუიპზე" დაიწყება.

მიზეზი მე-2 წრეში გაბალასთან მატჩში დინამოს გულშემატკივრების ქცევაა - მათ რასისტულ გამონათქვამებში ადანაშაულებენ. დინამოს ამ გადაწყვეტილების (რომელიც ოფიციალურად ჯერ არ არის დადასტურებული) გასაჩივრების უფლება აქვს.

ინფორმაცია ფეიენოორდმა ოფიციალურად დაადასტურა

"ფეიენოორდის ბანაკში შეწყდა საგარეო მატჩზე ბილეთების გაყიდვა. მეტიც, კლუბმა მოუწოდა ფანებს, არ წავიდნენ საქართველოში საპასუხო მატჩისთვის", - წერს "ტელეგრააფი".

კომენტარები

ბოლო ამბები