Thumbnail
  • რომელუ ლუკაკუ მანჩესტერ იუნაიტედიდან ინტერში გადავიდა
  • მილანურ კლუბს ბელგიელის ტრანსფერი 80 მილიონი უჯდება

როგორც მოსალოდნელი იყო, დღეს მანჩესტერ იუნაიტედიდან მილანის ინტერში რომელუ ლუკაკუს ტრანსფერი განხორციელდა. მილანურმა კლუბმა 26 წლის ბელგიელი ცენტრფორვარდის შეძენა ოფიციალურად დაადასტურა.

ლუკაკუ ‘ნერაძურის’ მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს ნომერ პირველი სამიზნე იყო. იტალიური და ინგლისური სპორტული მედიის ინფორმაციით, ინტერმა მანჩესტერ იუნაიტედს 80 მილიონი ევრო გადაუხადა.

რომელუ ლუკაკუ ინტერის ისტორიაში ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა!

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, რომ ლუკაკუს ხელფასი ინტერში, კვირაში 300 000 ევრო იქნება.

ლუკაკუმ მანჩესტერ იუნაიტედში ორი წელი გაატარა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ოლდ ტრაფორდის პუბლიკას იმედები გაუცრუა. გასულ სეზონში მან 45 მატჩში მხოლოდ 15 გოლის გატანა შეძლო.

იუნაიტედის ფანები 26 წლის ფორვარდს სიხარულით ემშვიდობებიან და მის ტრანსფერს მიუძღვნეს ვიდეო, რომელიც ინტერის ფანებს ნამდვილად არ მოეწონებათ:

კომენტარები

ბოლო ამბები