Thumbnail

U17 | საქართველოს ნაკრები ჯგუფის ლიდერთან დამარცხდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • EHF-ის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები შვეიცარიას შეხვდა
  • ნაკრებმა ჯგუფში ასპარეზობა დაასრულა

ხელბურთელ გოგონათა EHF-ის ჩემპიონატზე (U17) საქართველოს ნაკრებმა B ჯგუფის გადამწყვეტი შეხვედრა წააგო ჯგუფის ლიდერ შვეიცარიასთან - 18:31. ფავორიტის უპირატესობა პირველივე ტაიმში გამოიკვეთა, სტუმრებმა ტაიმი 17:9 მოიგეს. მათ შორის საუკეთესო სელია ჰაინცერი იყო (4 გოლი), ყველაზე მეტი გოლი კი მალინ ალტერმა გაიტანა - 6.

საქართველოს ნაკრებში 5-5 გოლი გაიტანეს ანა სურამლიშვილმა და თამარ ბურკაძემ (რომელიც გუნდში საუკეთესოდ დაასახელეს).

საქართველოს ნაკრებმა 2 მოგებითა და 2 წაგებით ჯგუფში ასპარეზობა დაასრულა, გუნდს 4 ქულა აქვს და მე-3 ადგილზეა.  

კომენტარები

ბოლო ამბები