Thumbnail
  • ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი
  • როტერდამში ფეიენოორდი თბილისის დინამოს მასპინძლობს

თბილისის დინამო უეფას ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს სტუმრად როტერდამში, ფეიენოორდთან გამართავს. შეხვედრა "დე კუიპზე" თბილისის დროით 21:30 სთ-ზე დაიწყება.

თამაშის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ცნობილი გახდა გუნდების სასტარტო შემადგენლობები:

ფეიენოორდი (4-3-3): ვერმეერი - ნივკოოპი, ბოტეგინი, ვან დერ ჰეიდენი, ჰაპსი - კეკჯუ, ტაპია, ფერი - სინისტერა, ბერგჰეისი, ლარსონი. 

დინამო (4-3-3): პერალესი - რუხაია, მონხილი, კობოური, ქიმაძე - კუხიანიძე, პაპავა, ნინუა - შენგელია, კუტალია, ქავთარაძე.

ფეიენოორდი-დინამოს შეხვედრას უკრაინელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი 42 წლის სერჰი ბოიკოა. მას ასისტენტობას ანდრი სკრიპკა და სემიონ შლონჩაკი გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი ვიტალი რომანოვი იქნება. 

ფელის ვისენტეს გუნდი ფეიენოორდთან საპასუხო შეხვედრას თბილისში 15 აგვისტოს ჩაატარებს. ჰოლანდიური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უეფამ თბილისის დინამო გაბალასთან თამაშის დროს, გულშემტკივრების მხრიდან რასისტული გამოხდომების გამო დასაჯა და შედეგად, ფეიენოორდთან თბილისური მატჩი ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩაივლის.

კომენტარები

ბოლო ამბები