Thumbnail
  • რეალი ტაკეფუსა კუბოს, დიდი ალბათობით, ვალიადოლიდში გაანათხოვრებს
  • იაპოელი ტალანტი რონალდოს კლუბში ერთ სეზონს გაატარებს

იაპონელმა ტალანტმა ტაკეფუსა კუბომ მადრიდის რეალის ტესტ-მატჩებში დაამტკიცა, რომ მართლაც ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ ესპანური მედიის ინფორმაციით, მადრიდული გრანდის ძირითადი გუნდის განაცხადში მისი ყოფნა ჯერ მაინც ადრეა.

El Chiringuito-ს ინფორმაციით, რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა და კლუბის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, 18 წლის კუბო 2019/2020 წლების სეზონში რეალ ვალიადოლიდში გაანათხოვრონ, სადაც მას სათამაშო პრაქტიკა და პროგრესი ექნება.

შეგახსენებთ, რომ ვალიადოლიდის მფლობელი ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა რონალდოა. 42-წლის ექს-გოლეადორს შარშან ვინისიუს ჟუნიორის იჯარით წაყვანა სურდა, მაგრამ რეალის შეფებთან ვერ შეთანხმდა. ახლა კი, როგორც ჩანს, მადრიდელებიც დაინტერესებულები არიან, რომ კუბო გაანათხოვრონ.

კომენტარები

ბოლო ამბები