Thumbnail

‘რა მაგარ ფეხბურთელს ვკარგავთ’ - იუნაიტედის ფანებმა რომელუ ლუკაკუს დასცინეს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მანჩესტერ იუნაიტედის ფანები რომელუ ლუკაკუს სიხარულით ემშვიდობებიან
  • ბელგიელის წასვლით გამოწვეული სიხარულის მიზეზებს ვიდეოში ნახავთ

თითქმის გადაწყვეტილია, რომ რომელუ ლუკაკუ მანჩესტერ იუნაიტედს დატოვებს და კარიერას მილანის ინტერში გააგრძელებს. 'ნერაძურიმ' ინგლისურ კლუბს 70 მილიონი ფუნტი უნდა გადაუხადოს. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, რომ ლუკაკუს ხელფასი ინტერში, კვირაში 300 000 იქნება და ბელგიელი მილანურ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ლუკაკუმ მანჩესტერ იუნაიტედში ორი წელი გაატარა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ოლდ ტრაფორდის პუბლიკას იმედები გაუცრუა. გასულ სეზონში მან 45 მატჩში მხოლოდ 15 გოლის გატანა შეძლო.

იუნაიტედის ფანები 26 წლის ფორვარდს სიხარულით ემშვიდობებიან და მის ტრანსფერს მიუძღვნეს ვიდეო, რომელიც ინტერის ფანებს ნამდვილად არ მოეწონებათ:

სხვათა შორის, დი მარციოს ინფორმაციით, მანჩესტერი დღეს იუვენტუსიდან მარიო მანჯუკიჩის გადაბირებას შეეცდება...

კომენტარები

ბოლო ამბები