Thumbnail
  • თავისუფლების წარმატება და კლასიკოსების ჩავარდნა
  • სიურპრიზი მსოფლიოს ჩემპიონს

7 აგვისტოს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გივი კარტოზიასა და ვახტანგ ბალავაძის მემორიალი დაიწყო ჭიდაობაში. სულ 15 ქვეყანა მონაწილეობს: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ირანი, საფრანგეთი, ინდოეთი, სერბეთი, უკრაინა, სლოვაკეთი, შვედეთი, აშშ, ყაზახეთი, მაკედონია, უზბეკეთი და ყირგიზეთი.

პირველ დღეს ასპარეზობაში ჩაებნენ თავისუფალ ჭიდაობაში 61, 70, 79 და 92 კილოგრამების წარმომადგენლები, ხოლო ბერძენ-რომაელთაგან - 55, 63 და 72.

დიდი წარმატება გვაქვს თავისუფალ ჭიდაობაში, რადგან აქ ნაკრები თითქმის უძლიერესი შემადგენლობით ჭიდაობს, ბერძნულ-რომაულში კი ასე არ არის. მიზეზი მარტივია - მსოფლიოს ჩემპიონატის წინ თავისუფალში ბევრი რამ გასარკვევია და ეს ტურნირიც გენერალური რეპეტიციაა, ბერძნულ-რომაულში კი ნაკრები უმეტესად დაკომპლექტებულია.

ლომთაძე V იბრაგიმოვი

ბექა ლომთაძემ (61 კგ) აშარა უპირატესობით 13-0 დაამარცხა აზერბაიჯანელი პავრიზ იბრაგიმოვი

ბექა ლომთაძემ (61 კგ) აშარა უპირატესობით 13-0 დაამარცხა აზერბაიჯანელი პავრიზ იბრაგიმოვი და თბილისის ბალავაძე-კარტოზიას საერთაშორისო ტურნირის ფინალში გავიდა სადაც აზერბაიჯანის კიდევ ერთ წარმომადგენელ აჰმედნაბი გვარზატილოვს შეხვდება

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on ოთხშაბათი, 07 აგვისტო, 2019

პირველი დღის შემდეგ 4 ფინალისტი გვყავს და ყველა თავისუფალ ჭიდაობაში, ოთხივე წონაში.
61 კილოში ევროპისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ბექა ლომთაძე ფინალში აზერბაიჯანელ აჰმედნაბი გვარზატილოვს დაეჭიდება, 70-ში კი ევროპის მესამე პრიზიორი კოტე ხაბალაშვილი ირანელ ემამიჩოგაეი იონესს შეხვდება. ფინალში ზურაბ ერბოწონაშვილიც (79) ირანელის დამარცხებას ეცდება -  ბაჰმან ტეიმოურის, ევროპის ჩემპიონატის პრიზიორ ირაკლი მწითურს (92) კი მეტოქედ აზერბაიჯანელი შამილ ზუბაიროვი ეყოლება.

ხაბალაშვილი V სხულუხია

კოტე ხაბალაშვილმა (70 კგ) დაძაბულ ბრძოლაში მოუგო მირზა სხულუხია

კოტე ხაბალაშვილმა (70 კგ) დაძაბულ ბრძოლაში მოუგო მირზა სხულუხია და თბილისის საერთაშორისო ტურნირის ფინალში ირანელ იონეს ემამიჩოგაეის შეხვდება რომელმაც თავის მხრივ ლევან ქელეხსაშვილს მოუგო.

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on ოთხშაბათი, 07 აგვისტო, 2019

უსიამოვნო სიურპრიზი ელოდა 70 კილოში მსოფლიოს ჩემპიონ ზურაბ იაკობიშვილს, ის პირველ წრეში ლევან ქელეხსაშვილთან დამარცხდა. 70-ში მირზა სხულუხია და ქელეხსაშვილი 8 აგვისტოს ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ, დანიელ მარქარაშვილი კი ჯერ სანუგეშოშია. 61-ში მიხეილ ბერძენიშვილი იჭიდავებს სანუგეშო წრეში. 

მწითური V ნადირაშვილი

ირაკლი მწითურმა (92 კგ) თანაგუნდელ ბექა ნადაშვილს 10-0 მოუგო

ირაკლი მწითურმა (92 კგ) თანაგუნდელ ბექა ნადაშვილს 10-0 მოუგო და თბილისის ტურნირის ფინალში ხვალ აზერბაიჯანელ შამილ ზუბაიროვს დაეჭიდება. ზუბაიროვმა ნახევარფინალში ქუთაისელი მექი სიმონია დაამარცხა

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on ოთხშაბათი, 07 აგვისტო, 2019

79-ის ფავორიტი (კენჭაძის არყოფნაში) ტარიელ გაფრინდაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს, სანუგეშოში კი ილია დენტოშვილი და ევსემი შველიძე იბრძოლებენ. 92-ში ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ ბექა ნადარაშვილი და მეკი სიმონია. 

ერბოწონაშვილი V გაფრინდაშვილი

ზურაბ ერბოწონაშვილმა (79 კგ) დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით 2-1 სძლია ტარიელ გაფრინდაშვილს

ზურაბ ერბოწონაშვილმა (79 კგ) დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით 2-1 სძლია ტარიელ გაფრინდაშვილს და ფინალში ირანელ ბაჰმან ტეიმოურის შეხვდება, გაფრინდაშვილი ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავებს.

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on ოთხშაბათი, 07 აგვისტო, 2019

რაც შეეხება ბერძნულ-რომაულ ჭიდაობას, რამდენიმე მოჭიდავე დამამშვიდებელ წრეშია, ბრინჯაოსთვის კი გიორგი ხუჭუა (82) იჭიდავებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები