Thumbnail
  • მალაიზიაში გიორგი ქინქლაძე თამაშობს, თანაც კარგად
  • სარავაკი მალაიზიის პრემიერ ლიგის კლუბია

გიორგი ქინქლაძე მალაიზიის პრემიერ ლიგის კლუბ სარავაკის ფეხბურთელია, მისი თანაგუნდელია დალგლიში, ერთ-ერთი მწვრთნელი კი - იან გილანი... არ ვხუმრობთ! ეს ყველაფერი სრული სიმართლეა...

აპრილში მალაიზიური სარავაკი ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციის თასის 1/16 ფინალში (არსებობს მალაიზიის თასიც)  PDRM-ს შეხვდა. ამ შეხვედრაში, სარავაკის რიგებში პირველად გამოჩნდა ახალგაზრდა ნახევარმცველი გიორგი ქინქლაძე ტომი, რომელმაც მე-6 წუთზე საკმაოდ ლამაზი გოლი გაიტანა მასპინძელთა კარში.

მარცხნივ: გიორგი ქინქლაძე ტომი

სარავაკი 2:0-ს იგებდა, მაგრამ საბოლოოდ 2:5 დამარცხდა და გავარდა, თუმცა ეს მალაიზიელი გიორგის (თუ გიორგი ქინქლაძის - ვეჭვობთ, რომ ეს ფეხბურთელის სახელია, გვარი კი ტომია) ბრალი სულაც არ არის, რადგან როცა ის შეცვალეს ჯერ კიდევ 2:2 იყო. 

გიორგი ქინქლაძე ტომის ბრწყინვალე გოლი მალაიზიის თასზე

HIGHLIGHTS 2019 FA2 PDRM LWN SARAWAK

SOROTAN PERLAWANAN FA2 Pasukan PDRM berjaya melayakkan diri ke Pusingan Ketiga Shopee Piala FA 2019 apabila menewaskan Sarawak 5-2 semalam di Stadium Majlis Perbandaran Selayang. Sarawak mendahului 2-0 pada separuh masa pertama menerusi Georgi Kinkladze Tom dan Alif Hassan namun pasukan tuan rumah bangkit pada babak kedua perlawanan dan gol mula terhasil menerusi Fauzan Fauzi pada minit ke-47 dan Patrick Wleh mencipta hatrik pada minit ke-51, 63, dan 80 manakala gol ketiga dihasilkan melalui sepakan penalti yang diambil oleh Lee Chang-hoon pada minit ke-59. PDRM akan melawan PKNP FC di Stadium Majlis Perbandaran Manjung dalam saingan Pusingan Ketiga pada 17 April 2019. #ShopeePialaFA2019

Posted by Malaysian Football League on ოთხშაბათი, 10 აპრილი, 2019

სხვათა შორის, მალაიზიელმა გიორგი ქინქლაძემ 26-ნომრიანი მაისურით ითამაშა. 

მალაიზიის პრემიერ ლიგა (რანგით მე-2 ტურნირი) ივლისში დასრულდა, სარავაკი 16 ქულით მე-11 ადგილზე დარჩა და გავარდა. გიორგი ქინქლაძე ტომი მუდამ პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა მთავარ გუნდში იშვიათად ხვდება, ის 22 წლისაა და 168 სანტიმეტრია სიმაღლეში.

გიორგი ქინქლაძე ტომი შეღებილი თმით, წინა რიგში

ფეხბურთელი 1997 წელს არის დაბადებული, ნამდვილი გიორგი ქინქლაძე კი მანჩესტერ სიტიში საოცრებებს სწორედ 1995-1998 წლებში აკეთებდა. ინგლისის პრემიერლიგა კი მალაიზიაში ძალიან პოპულარულია. დიდი ალბათობით, მისი მშობლები ქინქის ფანები არიან...

სარავაკის უცნაურობები გიორგი ქინქლაძით არ სრულდება - გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელი იან გილანია (შოტლანდიელი), გიორგი ქინქლაძეს კი თანაგუნდელი ჰყავს, გვარად დალგლიში.

ფლეშსკორი შეცდომაში შეიყვანეს

სხვათა შორის, რამდენიმე ვებგვერდი სახელმა და გვარმა (თუ სახელმა) შეცდომაში შეიყვანა, მაგალითად, flashscore.com-ის აზრით, მალაიზიურ კლუბში ყაზანის რუბინიდან გადასული 45 წლის ქინქლაძე თამაშობს... 

კომენტარები

ბოლო ამბები