Thumbnail

'იმედი მაქვს, რომ კარგ შედეგს დავაფიქსირებთ!' - რა თქვა დინამოს მწვრთნელმა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ხოსე პერალესმა და ფელის ვისენტემ როტერდამში პრესკონფერენცია გამართეს
  • დინამოელები ფეიენოორდს ბოლომდე ბრძოლას პირდებიან

ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, როტერდამის ფეიენოორდი თბილისის დინამოს 'დე კუიპზე', 8 აგვისტოს უმასპინძლებს. თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა ფელის ვისენტემ და მეკარე ხოსე პერალესმა მატჩისწინა პრესკოფერენცია გამართეს და მომავალი მატჩის შესახებ ისაუბრეს.

ფელის ვისენტე: "ამ მატჩისთვის დიდი მონდომებით ვემზადებით. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მთელი გუნდი შეძლებს მობილიზებასა და სასურველი შედეგის დაფიქსირებას. რა თქმა უნდა, ფეიენოორდის ახალწვეულებზე ინფორმაციას ვფლობ და ვემზადებით შეხვედრისთვის. რთული მატჩი გველის. ვიმედოვნებ, რომ ამ სახელოვან გუნდთან კარგი შედეგის დაფიქსირება გამოგვივა."

ხოსე პერალესი: "აქ ტურისტებად არ ჩამოვსულვართ. მძიმე მატჩი გვექნება, თუმცა კარგ ფორმაში ვართ და ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ. ვეცდები კარი ისევ მშრალად შევინახო."

კომენტარები

ბოლო ამბები