Thumbnail

ფეიენოორდმა დინამოსთან მატჩამდე ლივერპულის ფეხბურთელი დაიმატა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ფეიენოორდმა ერთი ტრანსფერი უკვე დახურა
  • როტერდამელები კიდევ 2 ფეხბურთელის დამატებას ეცდებიან
  • როტერდამელებმა ჯერემია სენტ ჯასტი 9 მილიონად გაყიდეს

როტერდამის ფეიენოორდი ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში თბილისის დინამოს უმასპინძლებს. იაპ სტამმა დინამოსთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა - მან გუნდის ახალწვეულზე და მოსალოდნელ ტრანსფერებზეც ისაუბრა.

ფეიენოორდმა 20 წლის მცველი ჯორჯ ჯონსტონი დაიმატა, რომელიც ლივერპულის აკადემიაში თამაშობდა. შოტლანდიელის გარდა, როტერდამელები რომადან რიკ კარსდორპის დამატებას იჯარით აპირებენ.

ფეიენოორდმა ჯერემია სენტ ჯასტი 9 მილიონ ევროდ მაინცში გაყიდა. ჰოლანდიელები მის შემცვლელად ბაზელის შემტევს რიკი ვან ვოლფსვინკელს მოიაზრებენ, რომლის გუნდმაც პსვ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გააგდო. 

კომენტარები

ბოლო ამბები