Thumbnail

ტრანსფერები | არსენალმა იტალიის ნაკრების მცველთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • იუვენტუსის ცენტრალური მცველი დანიელე რუგანი ინგლისში მიემგზავრება
  • არსენალს 25 წლის ფეხბურთელის ტრანსფერისთვის დრო ძალიან ცოტა რჩება

ტურინის იუვენტუსის მცველი დანიელე რუგანი ინგლისში მიემგზავრება. იტალიური მედიის ცნობით, "სკუადრა აძურას" 25 წლის ფეხბურთელი ლონდონის არსენალში გადასვლასთან ახლოსაა - კლუბმა და მოთამაშემ პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმეს.

როგორც ირკვევა, ლონდონელ "მეთოფეებს" რუგანის აყვანა ორწმიანი იჯარით სურთ, საბოლოოდ მისი ტრანსფერის 40 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებით. ინგლისელები მზად არიან, თავად იტალიელ ცენტრალურ მცველს წელიწადში 4 მილიონი ევრო გადაუხადონ.

არსენალმა უნდა იჩქაროს - შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგაში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა უკვე 8 აგვისტოს იხურება, რუგანის თაობაზე კი იუვენტუსთან უნდა შეთანხმდეს.

დანიელე რუგანი ტურინის იუვენტუსში 2015 წელს, ემპოლიდან გადავიდა და მაშინ ტრანსფერის ფასმა 5 მილიონი ევრო შეადგინა. გასულ სეზონში მცველმა, რომელსაც კონტრაქტი ტურინელებთან 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, სერია A-s 15 მატჩში ითამაშა (ყველა ძირითადში), გაიტანა 2 გოლი, სამჯერ კი გააფრთხილეს.

კომენტარები

ბოლო ამბები