Thumbnail

'SOCAR ერევანში თამაშობს და იგებს' - აზერბაიჯანული მედია საბურთალოს მოგებაზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • როგორ 'გააშუქა' აზერბაიჯანულმა მედიამ საბურთალოს გამარჯვება
  • რა მიზეზით არ აჩვენა სომხურმა ტელევიზიამ მატჩი

"SOCAR ერევანში ფეხბურთს თამაშობს და იგებს", - ასეთი უცნაურ სათაურს ნახავთ რამდენიმე აზერბაიჯანულ გამოცემაზე, მათ შორის fan.az-ზე, Haqqin.az-სა და azerifootball.com-ზე. ცოტა მოკრძალებულია ამათ ფონზე media.az: "ქართულმა საბურთალომ წარწერით SOCAR ერევანში არარატ-არმენიას" მოუგო. 

ყველა გამოცემა მაქსიმალურად ცდილობს, სტატიებს ისეთი ფოტოები დაურთოს, სადაც კარგად ჩანს სპონსორის ლოგო საბურთალოს ფეხბურთელების მაისურებზე. 

როგორც ხედავთ, აზერბაიჯანელებს სპორტული სიახლე ნაკლებად აინტერესებთ, მთავარია, რომ სომხეთში გაიმარჯვა კლუბმა, რომელსაც აზერბაიჯანული სპონსორი ჰყავს. 

მეტი ამ თემაზე:

აი, რას წერს Haqqin.az, რატომ არ აჩვენა თურმე სომხურმა ტელევიზიამ მატჩი: "იმის გამო, რომ საბურთალოს აზერბაიჯანული სპონსორი ჰყავს და კლუბის მაისურზე მისი ლოგოტიპი და აბრევიატურაა, სომხურმა არხებმა მატჩის რეპორტაჟი არ აჩვენეს და ის მხოლოდ Youtube-ით გადმოიცემოდა". 

კომენტარები

ბოლო ამბები