Thumbnail
  • ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი
  • საბურთალო სტუმრად ერევნის არარატ-არმენიას ეთამაშება

ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ჩემპიონი საბურთალო სომხეთის ჩემპიონ არარატ-არმენიას ერევანში ეთამაშება. საპასუხო მატჩი 14 აგვისტოს, თბილისში გაიმართება.

📺 პირდაპირ რეპორტაჟს ერევნიდან უყურეთ აქ

გუნდების შემადგენლობები

არარატ-არმენია (4-2-3-1): ჩუპიჩი - პაშოვი, ანხელო მენესესი, გუზი, ახენტეჰი - ალფონსი, მალაქიანი - ნარსინგი, ავეტისიანი, მაილსონ ლიმა - კობიალკო  

საბურთალო (4-4-2): მიგინეიშვილი - მალი, კაკუბავა, რეხვიაშვილი, ლეკვეხელიანი - დიასამიძე, ალთუნაშვილი, ტერა, კოხრეიძე - გაბედავა, როლოვიჩი 

არარატ-არმენიასთან გამარჯვების შემთხვევაში, საბურთალო ევროპალიგის პლეი ოფში გავა, სადაც დუდელანჟისა (ლუქსემბურგი) და კალიუს (ესტონეთი) შორის გამარჯვებულს შეხვდება. ეს იმას ნიშნავს, რომ საბურთალოს ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის ისტორიული შანსი აქვს.

შეგახსენებთ, რომ დინამო თბილისი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფეიენოორდს შეხვდება. პირველი მატჩი ხუთშაბათს, როტერდამში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები