Thumbnail

კოუტინიო პრემიერლიგაში ბრუნდება! ბარსელონა ბრაზილიელის არენდას დათანხმდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ფილიპე კოუტინიო ისევ ინგლისში ითამაშებს
  • ბარსელონა და არსენალი ბრაზილიელის არენდაზე შეთანხმდნენ

2018 წლის იანვარში, ბარსელონამ ლივერპულს ფილიპე კოუტინიოს სანაცვლოდ 150 მილიონი ევრო გადაუხადა. მას მერე წელიწადნახევარი გავიდა და კატალონიურ გრანდში ახლა უკვე ოფიციალურად აღიარეს, რომ ეს ხმაურიანი ტრანსფერი წარუმატებელია. თითქმის გადაწყვეტილია, რომ 27 წლის ბრაზილიელი შემტევი ბარსას დატოვებს - კოუტინიო ინგლისში ბრუნდება!

ფრანგული L'Équipe-ისა და სხვადასხვა ინგლისური გამოცემების ინფორმაციით, კოუტინი ახალი სეზონიდან ლონდონის არსენალში ითამაშებს. L'Équipe წერს, რომ ბარსელონა და არსენალი ბრაზილიელის არენდაზე შეთანხმდნენ.

კოუტინიომ ბარსელონაში იმედები ვერ გაამართლა

შესაძლოა, ‘მეთოფეებმა’ კოუტინიოს გამოსყიდვის უპირატესი უფლებაც მიიღონ. ბრაზილიელს ბარსასთან კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული. 

კოუტინიომ ბარსას შემადგენლობაში 76 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა. მნიშვნელოვან მატჩებში ის ძირითად შემადგენლობაში უმეტესად ვერ ხვდებოდა.

გამოკითხვა

ვინ სად წავა სატრანსფერო პერიოდში?

  • დავიდ დე ხეა პსჟ-ში
  • ლეროი სანე ბაიერნში
  • პოლ პოგბა იუვენტუსში
  • რომელუ ლუკაკუ ინტერში
  • ჰენრიხ მხითარიანი ჩინეთში
  • ფილიპე კოუტინიო ჩელსიში
  • ალექსანდრ ლაკაზეტი ბასელონაში
  • კრისტიან ერიკსენი რეალ მადრიდში

კომენტარები

ბოლო ამბები