Thumbnail
  • კრიშტიანომ ინტერის ფორვარდის იუვეში ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო
  • არგენტინელ თავდამსხმელს ნერაძურიში მომავალი უბრალოდ აღარ აქვს
  • შესაძლოა ინტერი და იუვე იკარდისა და დიბალას გაცვლაზე შეთანხმდნენ

ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელს კრიშტიანო რონალდოს თავის გუნდში მილანის ინტერის ფორვარდის მაური იკარდის ხილვა სურს. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, 34 წლის პორტუგალიელმა მწვანე შუქი აუნთო 26 წლის არგენტინელის ტრანსფერს და მიიჩნევს, რომ იუვენტუსის შეტევაში მისთვის მაურო იდეალური პარტნიორი იქნებოდა.

მაგრამ მაურო იკარდის ტურინის იუვენტუსში გადასვლამდე, "ბებერ ქალბატონში" ჯერ მისივე თანამემამულის, პაულო დიბალას ბედზე უნდა ჩამოყალიბდნენ. 25 წლის არგენტინელი თავდასხმელის მომავალს რამდენიმე ევროპულ კლუბს უკავშირებენ, მათ შორის: მანჩესტერ იუნაიტედსა და პარი სენ-ჟერმენს, თუმცა ფეხბურთელი ჯერჯერობით იუვეში რჩება.

დიბალამ სამედიცინო შემოწმება ტურინში ახლახან გაიარა

მაურო იკარდის კი, მისი ცოლისა და აგენტის, ვანდა ნარას ძალისხმევით, მილანური კლუბის ხელმძღანელობასთან ურთიერთობა გაფუჭებული აქვს.ცნობილია, რომ ფეხბურთელს შეთავაზება რომასა და ნაპოლისგან ჰქონდა, მაგრამ უარი თქვა იმ იმედით, რომ შანსს იუვენტუსში მიიღებს. 

თავის მხრივ, მილანის ინტერის ბოსები ჯიბრში უდგებიან არგენტინელ ფორვარდს და ემუქრებიან, რომ კონტრაქტის ბოლომდე არ აღირსებენ მოედანზე გასვლას, რომელიც 2021 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი. მეორეს მხრივ, ნერაძური ტურინელებთან გარიგებასაც არ გამორიცხავს - მაურო იკარდის პაულო დიბალაში გაცვლას.

ამბობენ, რომ ვანდა ნარა მეექვსე შვილზეა ფეხმძიმედ

არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი მილანის ინტერში 2013 წლიდან გამოდის და ბოლო დრომდე მისი ლიდერი და კაპიტანიც იყო. მანამდე მაურო სამპდორიაში გამოდიოდა. სერია A-ს გასულ სეზონში მაურომ 29 მატჩში ითამაშა, გაიტანა 11 გოლი და მიითვალა 4 საგოლე პასი.

კომენტარები

ბოლო ამბები