Thumbnail
  • იუვენტუსი და მანჩესტერ სიტი ფეხბურთელების გაცვლას აპირებენ
  • ჟოაო კანსელო კარიერას მანჩესტერში გააგრძელებს, დანილო - ტურინში
  • მედიის ცნობით, გარიგების დასრულებას სამედიცინო შემოწმება აკლია

ტურინის იუვენტუსის პორტუგალიელი მცველი ჟოაო კანსელო კარიერას მანჩესტერ სიტიში გააგრძელებს, სანაცვლოდ კი იტალიელები ინგლისელებისგან ბრაზილიელ მცველ დანილოს მიიღებენ. ფეხბურთელების მოსალოდნელი გაცვლის შესახებ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს საიტი ავრცელებს, რომლის ცნობით, სიტის იუვენტუსისთვის კიდევ 28 მილიონი ევროს დამატებაც მოუწევს. 

როგორც ჩანს, ბრაზილიელი მცველი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

ინგლისური მედიის ცნობით, კანსელო უკვე მანჩესტერშია, სადაც სამედიცინო შემოწმება დღეს უნდა გაიაროს, დანილო კი ამავე მიზნით ტურინულ კლუბში ოთხშაბათს წარსდგება.

ჟოაო კანსელო იუვენტუსში 2018 წლის ზაფხულში, ვალენსიიდან გადავიდა. ტრანსფერის ფასმა 40,4 მილიონი ევრო შეადგინა. გასულ სეზონში 25 წლის პორტუგალიელმა საკლუბო დონეზე ყველა ტურნირის 34 მატჩში ითამაშა, გაიტანა ერთი გოლი და მიითვალა ხუთი საგოლე პასი.

დანილო მანჩესტერ სიტის ფეხბურთელი 2017 წლის ზაფხულში გახდა, როდესაც მადრიდის რეალიდან ინგლისში 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. 28 წლის ბრაზილიელმა გასული სეზონის 22 მატჩში თითო გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

გამოკითხვა

ვინ სად წავა სატრანსფერო პერიოდში?

  • დავიდ დე ხეა პსჟ-ში
  • ლეროი სანე ბაიერნში
  • პოლ პოგბა იუვენტუსში
  • რომელუ ლუკაკუ ინტერში
  • ჰენრიხ მხითარიანი ჩინეთში
  • ფილიპე კოუტინიო ჩელსიში
  • ალექსანდრ ლაკაზეტი ბასელონაში
  • კრისტიან ერიკსენი რეალ მადრიდში

კომენტარები

ბოლო ამბები