Thumbnail
  • გარეთ ბეილს ბაიერნის ვარიანტი ისევ გამოუჩნდა
  • უელსელის რეალში დარჩენა თითქმის გამორიცხულია

მადრიდის რეალს გარეთ ბეილის თავიდან მოშორება სურს, მაგრამ უელსელს ახალი კლუბის პოვნა უჭირს. ახალი ინფორმაციით, სატრანსფერო ბაზარზე წარუმატებლობების შემდეგ, ბეილის გადაბირებაზე მიუნხენის ბაიერნში ისევ სერიოზულად დაფიქრდნენ.

ესპანური AS-ის ინფორმაციით, ბავარიული გრანდის ხელმძღვანელები ბეილის არენდით აყვანაზე დაფიქრდნენ და მადრიდულ გრანდს შესაბამისი წინადადებით მიმართეს. რეალის პრიორიტეტი ბეილის გაყიდვაა, მაგრამ ტრანსფერი ვერ ხერხდება. ჩვენი ესპანელი კოლეგების ცნობით, თუკი ‘სამეფო კლუბი’ უელსელს ვერ გაყიდის, ბაიერნში არენდა რეალურია.

ზინედინ ზიდანმა რამდენჯერმე თქვა, რომ ბეილი არ სჭირდება

გერმანული მედია რეკორდმაისტერის ბეილისადმი ინტერესის შესახებ ივნისშიც წერდა, მაგრამ მერე უელსელს ჩინური ვარიანტი გამოუჩნდა. თუმცა ტრანსფერი არ შედგა და ბაიერნის თემა კვლავ აქტუალურია.

აღსანიშნავია, რომ ბეილის აგენტი ჯონათან ბარნეტი 30 წლის შემტევის განათხოვრების წესით სხვა კლუბში გადასვლას გამორიცხავდა: “არენდა არ იქნება! არა მგონია, რომ ბეილმა სადმე განათხოვრების წესით ითამაშოს. ის ესპანეთში თავს კარგად გრძნობს. ჩვენ არენდის ალბათობას არც კი განვიხილავთ,” - ამბობდა ბარნეტი, მაგრამ ამ განცხადების შემდეგ დრო გავიდა, ბეილი კი ისევ რეალშია, სადაც მისი ყოფნა არ სურთ.

ჩინეთში ტრანსფერი ჩაიშალა, ბეილს ტოპ-კლუბის მოძებნა უჭირს

AS წერს, რომ ბეილმა და მისმა აგენტმა არენდაზე უარის თქმა გადაიფიქრეს. ბავარიული გრანდის პრიორიტეტი მანჩესტერ სიტიდან ლეროი სანეს შეძენაა, მაგრამ ბეილის არენდაზე მიუნხენელები უარს მაინც არ იტყვიან. 

გარდა ამისა, უელსელის მიუნხენში შესაძლო ტრანსფერში, შესაძლოა, დიდი როლი ითამაშოს ადიდასმაც, რომელიც ფეხბურთელის და ბაიერნის სპონსორია და შეუძლია, ბეილის არენდა დააფინანსოს.

შეგახსენებთ, რომ რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ რაც მალე დატოვებს გუნდს გარეთ ბეილი, მით უკეთესი იქნება...

კომენტარები

ბოლო ამბები