Thumbnail
  • 41 წლის იტალიელმა მწვრთნელმა შესაძლოა საქმიანობა ამერიკაში გააგრძელოს
  • მილანის ყოფილი თავკაცის მიწვევით დევიდ ბექჰემის კლუბი ინტერესდება 

მილანის ყოფილი ნახევარმცველი და თავკაცი ჯენარო გატუზო შესაძლოა ინტერ მაიამის მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს. შეგახსენებთ, რომ ეს ამერიკული კლუბი ინვესტორთა ჯგუფს ეკუთვნის, რომელშიც მილანის კიდევ ერთი ნახევარმცველი - დევიდ ბექჰემიც შედის. 

გატუზო მილანური კლუბის ღირსებას ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში იცავდა - 1999-2012 წლებში. მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, ჯენარო რამდენიმე კლუბს წრთნიდა, მათ შორის შვეიცარიულ სიონს, სადაც ბოლო სეზონი გაატარა, როგორც ფეხბურთელმა. ასევე - იტალიურ პალერმოსა და პიზას და ბერძნულ ოფი-ს, სადაც გიორგი ლორიასა და გიორგი მერებაშვილთან ერთად მუშაობდა (2014-15 წლებში). 

გატუზო და ბექჰემი მილანის ღირსებას ერთად 2009-10 წლებში იცავდნენ

2017-ში ჯენარო მილანში მწვრთნელად დაბრუნდა, სეზონის დასრულების შემდეგ კი თანამდებობა დატოვა და უარი თქვა კომპენსაციაზე. გატუზოს ცოტა ხნის წინ ფრანგულ ლიგა 1-ში ეპატიჟებოდნენ - ნანტში, სადაც ორწლიან კონტრაქტს სთავაზობდნენ, მაგრამ იტალიელმა უარი თქვა. 

ახლა კი იტალიური მედია 41 წლის სპეციალისტის მომავალს ამერიკულ კლუბს უკავშირებს. ინტერ მაიამი მომავალი სეზონიდან MLS-ში ითამაშებს, 2021 წლიდან კი ბექჰემის კლუბს საკუთარი სტადიონიც ექნება.

კომენტარები

ბოლო ამბები