Thumbnail

‘ტრამპი რასისტია!’ - ლეგენდარული ტანმოვარჯიშე აშშ-ის პრეზიდენტს აკრიტიკებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ოლიმპიური თამაშების ლეგენდამ აშშ-ის პრეზიდენტი გააკრიტიკა
  • კარლ ლუისს 9 ოლიმპიური ოქრო აქვს მოპოვებული

ტანვარჯიშის ყოფილმა ვარსკვლავმა კარლ ლუისმა აშშ-ის პრეზიდენტი მძაფრად გააკრიტიკა. პერუს დედაქალაქ ლიმაში გამართულ პანამერიკულ თამაშებზე, ოლიმპიური თამაშების 9-გზის გამარჯვებულმა დონალდ ტრამპს რასისტი და ქალთმოძულე უწოდა.

კარლ ლუისი

“ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც რასისტია და ქალებიც ეზიზღება. ეს არის ადამიანი, რომელიც საკუთარი თავის გარდა, პატივს არავის სცემს,” - განაცხადა ლუისმა.

58 წლის ყოფილმა სპორტსმენმა აღნიშნა, რომ ტანვარჯიშში ყველას თანაბრად უნდა უხდიდნენ: “ჩემი მშობლები მასწავლებლები იყვნენ და მასწავლეს, რომ ყველა თანაბარ შანსს იმსახურებს. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ადამიანების უფლებებისთვის!” - დასძინა მან.

კარლ ლუისი სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ტანმოვარჯიშედ მიიჩნევა. ოლიმპიურ თამაშებზე მას 9 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული. გარდა ამისა, ლუისი 8-ჯერ იყო მსოფლიოს ჩემპიონი.

კომენტარები

ბოლო ამბები