Thumbnail

მონრეალის მასტერსი | ბასილაშვილმა კიდევ ერთი თამაში შემოატრიალა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 3:6, 6:4, 6:4 დუშან ლაიოვიჩი
  • ქართველს მეორე წრეში გერმანელი მეტოქე ელის

კანადის ქალაქ მონრეალში ATP-ის 1 000-იანი სერიის (მასტერსი) ტურნირი 'როჯერს კაპი' დაიწყო. პირველ წრეში მე-13 ნომრად განთესილი ნიკოლოზ ბასილაშვილი (17) სერბ დუშან ლაიოვიჩს შეხვდა და სამ სეტში მოუგო - 3:6, 6:4, 6:4. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს მონრეალის მასტერსს?

  • რაფაელ ნადალი
  • ალექსანდერ ზვერევი
  • დომინიკ ტიმი
  • დანიილ მედვედევი
  • სტეფანოს ციციპასი
  • კეი ნიშიკორი
  • მარინ ჩილიჩი
  • სხვა

მატჩი ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. პირველ წრეში სერბის უპირატესობა აშკარა იყო, მან 1:1-ზე მოახერხა ქართველის მოწოდების მოგება და შემდეგ იგივე სეტის ბოლოსაც გაიმეორა - 3:6.

მეორე სეტი არეული თამაშით გამოირჩა, მოწოდება არც ერთ ჩოგბურთელს არ გამოსდიოდა - შედეგად, მათ 7 ბრეიკი გაახერხეს ჯამში. ნიკამ უფრო იყოჩაღა და სეტი 6:4 მოიგო.

მესამე სეტი ნიკასთვის ცუდად დაიწყო - 0:2, მაგრამ მან იქვე გაახერხა უკუბრეიკი. ამას კი მოყვა საკუთარი მოწოდების წაგება და ისევ უკუბრეიკი! 3:3-ზე ნიკამ კიდევ ერთხელ მოიგო სერბის მოწოდება. 5:4-ზე ბასილაშვილს უბრალოდ უნდა მოეგო თავისი მოწოდება და ეს მოახერხა, მეორე ცდაზე მოიგო მატჩ პოინტი და შემდეგ წრეში გავიდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილს მე-2 წრეში გერმანელი იან-ლენარდ შტრუფი (35) იქნება, რომელმაც იოლად დაამარცხა ფრანგი ჟო-ვილფრედ ცონგა (60) - 6:2, 6:2.  

ნიკა მიმდინარე რეიტინგში 1 975 ქულით მე-16 პოზიციაზეა, გამარჯვების შემთხვევაში კი ის კარიერაში პირველად გადაცდება 2 000 ქულას (2020 ექნება). 

კომენტარები

ბოლო ამბები