Thumbnail

საქართველომ ლატვიაც დაამარცხა! მეორე მოგება ევროპის ჩემპიონატზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველო 24:21 ლატვია
  • 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მე-2 მატჩი მოიგო

ხელბურთელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში (U17), რომელსაც თბილისის სპორტის სასახლე მასპინძლობს, საქართველოს ნაკრებმა ლატვიის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში, სამი ბურთით, 24:21 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრები B ჯგუფში თამაშობს და პირველ დაპირისპირებაში ლიეტუვას ნაკრებთან წაგების შემდეგ, ფინეთთან და ლატვიასთან უმნიშვნელოვანესი და ძალიან საჭირო გამარჯვებაები მოიპოვა.

Georgia - Latvia | Group B

GEORGIA 🇬🇪 - 🇱🇻 LATVIA 24-21, FT Group B, Aug 5 WOMEN'S 17 EHF CHAMPIONSHIP

Posted by საქართველოს ხელბურთის ფედერაცია • Georgian Handball Federation on ორშაბათი, 05 აგვისტო, 2019

საქართველომ პირველი ტაიმი 11:9 მოიგო. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ანა ჩხაიძე გახდა, რომელმაც 8 გოლის გატანა მოახერხა. საქართველომ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა 

საქართველოს ნახევარფინალში გასასვლელად ჯგუფის აშკარა ფავორიტ შვეიცარიასთან მინიმუმ ქულა სჭირდება,  ისიც იმ შემთხვევაში, თუ ლიტვა წააგებს ფინეთთან. ამოცანა ურთულესია, მით უფრო, რომ ლიზა ჩხაიძე შვეიცარიასთან მატჩს წითელი ბარათის გამო გამოტოვებს. სხვა შემთხვევაში ჩვენი გუნდი ბრძოლას მე-5-8 ადგილებისთვის განაგრძობს. საქართველოს ნაკრები 8 აგვისტოს შვეიცარიის ნაკრებთან ითამაშებს. მატჩი 16 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები