Thumbnail
  • ნაინგოლანი კალიარიში ერთწლიანი იჯარით ითამაშებს
  • მას სარდინიულ კლუბში 4-სეზონი აქვს გატარებული 

31 წლის ბელგიელი ნახევარმცველი რაჯა ნაინგოლანი ინტერმა ერთწლიანი იჯარით გაუშვა. რაჯა კალიარის ღირსებას დაიცავს. მისთვის სარდინიული კლუბი უცხო არ არის, რადგანაც 2010 წელს პიაჩენცამ ბელგიელი კალიარიში იჯარით გაუშვა, რის შემდეგაც სარდინიელებმა რაჯა გამოისყიდეს და 4 წლის განმავლობაში ბელგიელი მათ გუნდში თამაშობდა.

ნაინგოლანი კალიარიდან რომაში ჯამში 9 მილიონ ევროდ გადავიდა და იქ გატარებული სამი სეზონის შემდეგ ინტერში 38 მილიონ ევროდ აღმოჩნდა. რაჯა კონტეს გეგმებში არ ჯდება, შესაბამისად, ბელგიელი მომდევნო სეზონს კალიარიში გაატარებს. ნაინგოლანმა სერია A-ს გასულ სეზონში 29 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები