Thumbnail
  • იანის ანტეტოკუნმპო მსოფლიოს ჩემპიონატს მოუთმენლად ელოდება
  • საბერძნეთის ნაკრებში სამი ანტეტოკუნმპოა

კალათბურთის სუპერვარსკვლავ იანის ანტეტოკუნმპოს მიზანია, საბერძნეთის ნაკრებთან ერთად, მსოფლიოს ჩემპიონატზე ფურორი მოახდინოს. როგორც იცით, მსოფლიოს პირველობა, რომელიც ჩინეთში გაიმართება, 31 აგვისტოს დაიწყება და 15 სექტემბრამდე გასტანს.

ასე დახვდნენ იანისს ათენში

“MVP-ის ტიტულს სიამოვნებით გავცვლიდი მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედალში,” - განაცხადა Greek Freak-მა ათენში. როგორც იცით, იანისი NBA-ს გასული სეზონის MVP გახდა.

საბერძნეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ მატჩს 1 სექტემბერს, მონტენეგროს წინააღმდეგ ჩაატარებს. “არ შემიძლია იმ ემოციის სიტყვებით გადმოცემა, რაც ტურნირის სტარტზე, საბერძნეთის ეროვნული ჰიმნის მოსმენის დროს დამეუფლება,” - ამბობს იანისი, რომლის გამოც საბერძნეთის ნაკრები, ტურნირზე აშშ-ის ნაკრების ერთ-ერთ მთავარ კონკურენტად მიიჩნევა.

აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის საკალათბურთო ნაკრებში, მის გარდა კიდევ ორი ანტეტოკუნმპოა - თანასისი (მილუოკი) და კოსტასი (ლეიკერსი) იანისის ძმები არიან. “ჩვენ ძალიან ბევრი ვიშრომეთ და დროა, საბერძნეთის ნაკრებმა დიდ წარმატებას მიაღწიოს,” - ამბობს ყველაზე ცნობილი ანტეტოკუნმპო.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები