Thumbnail
  • ვესტ ჰემის ადრიანი ლივერპულში ითამაშებს
  • "პირველი წუთიდან მინდა ალისონს უკეთესი ფორმისკენ ვუბიძგო"

დღეს სიმონ მინიოლემ 6 სეზონის შემდეგ ლივეპრული დატოვა და სათამაშოდ სამშობლოში, ბელგიის ჩემპიონაატის - ბრიუგეში დაბრუნდა. 

მინიოლეს მსგავსად, 6 სეზონის შემდეგ ვესტ ჰემიდან წავიდა კლუბის ესპანელი მეკარე ადრიანი, რომელიც ლივერპულმა სწორედ მინიოლეს შემცვლელად დაიმატა.

"ერთ სული მაქვს ვარჯიშს როდის დავიწყებ, პირველი წუთიდან მინდა ალისონს უკეთესი ფორმისკენ ვუბიძგო. მინდა ტიტულები მოვიგო და ამისთვის გუნდს ყველაფერში დავეხმარები."

ადრიანი პრემიერლიგაში 2013 წელს ვესტ ჰემის ფორმით გამოჩნდა და მას შემდეგ 'ჩაქუჩების' რიგებში 150 მატჩი ჩაატარა. შარშან ადრიანმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი ლუკაშ ფაბიანსკის დაუთმო.

კომენტარები

ბოლო ამბები