Thumbnail

ლეო მესის ტრავმა აქვს! არგენტინელი ბარსელონას ტურნეში ვერ მიყვება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • გუნდში დაბრუნებულმა ლეო მესიმ ვარჯიშზე დისკომფორტი იგრძნო
  • 32 წლის არგენტინელს მარჯვენა ფეხის კუნთი აქვს დაზიანებული
  • ბარსელონას ამერიკულ ტურნეში გამგზავრება კაპიტნის გარეშე მოუწევს

ბარსელონას თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ დღევანდელი ვარჯიში ვადამდე დაასრულა, რისი მიზეზიც დისკომფორტი გახდა. როგორც ირკვევა, 32 წლის არგენტინელ თავდამსხმელს მარჯვენა ფეხის კუნთი აქვს დაზიანებული. 

უცნობია, რა დრო დასჭირდება მესის გამოჯანმრთელებისთვის, მაგრამ ბარსელონას ოფიციალური საიტი იუწყება, რომ თავდამსხმელი კატალონიურ გუნდს აშშ-ში დაგეგმილ ტურნეში არ გაჰყვება.

ბარსელონა აშშ-ში გაფრინდება და იქ ნაპოლისთან ორ საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს - 7 და 10 აგვისტოს.

ლიონელ მესი ბარსელონას აღზრდილია და მისი მთავარი გუნდის ღირსებას 2003 წლიდან იცავს. ამ ხნის განმავლობაში არგენტინელმა სუპერვარსკლავმა კლუბთან ერთად ესპანეთის ჩემპიონობა 10-ჯერ მოიპოვა, 6-ჯერ - ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული კი 4-ჯერ გახდა. 

გასულ სეზონში ფორვარდმა ესპანეთის ჩემპიონატის 34 მატჩში თამაშა, გაიტანა 36 გოლი და მითვალა 13 საგოლე პასი.

კომენტარები

ბოლო ამბები