Thumbnail

მოთელვა სუპერთასის წინ - ლივერპულის და სიტის ფანატების ჩხუბი ლონდონის მეტროში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ინგლისის სუპერთასის მატჩს წინ გულშემატკივრების დაპირისპირება უძღოდა
  • სიტისა და ლივერპულის ფანატებმა ჩხუბი ლონდონის მეტროში გამართეს

ლივერპულისა და მანჩესტერ სიტის ფანატებმა ლონდონის მეტროში მასობრივი ჩხუბი გამართეს. ინგლისური მედიის ინფორმაციით, დაპირისპირება მეტროს პლატფორმაზე დაიწყო, შემდეგ კი ვაგონში გაგრძელდა.

გულშემატკივრების დაპირისპირების ვიდეო  მოგვიანებით ტვიტერზე გავრცელდა.

ჩხუბში დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ლონდონის პოლიციამ კი ინციდენტის გამოძიება და ჩხუბის მონაწილე პირების იდენტიფიცირება დაიწყო, თუმცა ამ დრომდე დაკავებული არავინაა.

ჩხუბი ინგლისის სუპერთასის მატჩის დაწყებამდე მოხდა, რომელშიც მანჩესტერ სიტიმ ლივერპული, ფრედ 1:1 დასრულებული მატჩის შემდეგ, პენალტების სერიაში 5:4 დაამარცხა. პეპ გვარდიოლას გუნდმა ჯილდო ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი მეექვსედ მოიგო.

მეტი ამ თემაზე: სიტიმ ლივეპრული პენალტებში დაამარცხა! სუპერთასი მანჩესტერში დარჩება...

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში მანჩესტერ სიტიმ ინგლისის ჩემპიონობა მოიპოვა, ლივერპულმა კი მეორე ადგილი დაიკავა, რომელიც მხოლოდ ქულით ჩამორჩა ჩემპიონს.

კომენტარები

ბოლო ამბები