Thumbnail
  • როგორც ჩანს, პაულო დიბალა მანჩესტერ იუნაიტედში არ გადავა
  • არგენტინელმა ინგლისურ გრანდს ძალიან მაღალი ხელფასი მოსთხოვა

ინგლისური და იტალიური სპორტული მედიის ინფორმაციით, პაულო დიბალას იუვენტუსიდან მანჩესტერ იუნაიტედში ტრანსფერი არ შედგება. ‘ტელეგრაფი’ წერს, რომ იტალიური და ინგლისური გრანდები 25 წლის არგენტინელისა და მანჩესტერელთა ბელგიელი ფორვარდის, რომელუ ლუკაკუს გაცვლაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, მაგრამ გარიგება არ შედგა, რადგან დიბალამ ზედმეტად მაღალი ხელფასი მოითხოვა.

Sky Italia წერს, რომ არგენტინელს იუვენტუსის დატოვება არ სურს და მანჩესტერ იუნაიტედს სეზონში 15 მილიონი ევრო მოსთხოვა. მანკუნიანელები არ არიან მზად იმისათვის, რომ არგენტინელს ასეთი ხელფასი დაუნიშნონ.

რაც შეეხება ლუკაკუს - ბელგიელს იუნაიტედში მომავალი აღარ აქვს, გუნდის მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი მომავალ სეზონს მის გარეშე გეგმავს. იტალიური და ინგლისური მედიის ცნობით, ლუკაკუს იუვენტუსში გადასვლა ჯერ კიდევ შესაძლებელია, მაგრამ უფრო რეალურია, რომ ბელგიელი მაინც მილანის ინტერში აღმოჩნდეს. ‘ნერაძური’ მზადაა, იუნაიტედს 80 მილიონი ევრო გადაუხადოს. რომელუ ლუკაკუ ინტერის ახალი მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს ფავორიტია.

კომენტარები

ბოლო ამბები