Thumbnail
  • ლივერპულში გატარებული 6 წლის შემდეგ, სიმონ მინიოლე ენფილდიდან წავიდა
  • ბელგიის ნაკრების მეკარე სამშობლოში დაბრუნდა

სიმონ მინიოლემ ლივერპულში 6 წელი გაატარა, ახლა კი, ბელგიის ნაკრების მეკარე სამშობლოში ბრუნდება. 31 წლის კიპერი კარიერას ბრიუგეში გააგრძელებს, სადაც სამედიცინო შემოწმება გაიარა და 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ინგლისური მედიის ინფორმაციით, ბრიუგემ მინიოლეში 7 მილიონი ევრო გადაიხადა. 

პირველ 4 სეზონში სიმონ მინიოლე ლივერპულის ძირითადი მეკარე იყო, მერე კი, სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა - მერსისაიდელთა კარს ლორის კარიუსი იცავდა. წინა სეზონიდან, იურგენ კლოპის გუნდის პირველი ნომერი ბრაზილიელი ალისონ ბეკერია.

კომენტარები

ბოლო ამბები