Thumbnail

'მასთან ერთად ვითამაშებდი' - კრიშტიანო რონალდო ფეხბურთზე, კინოზე, პროფესიაზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რომელ პროფესიას აირჩევდა პორტუგალიელი, ფეხბურთელი რომ არ ყოფილიყო
  • რომელ გოლს მიიჩნევს იუვეს 34 წლის ფორვარდი თავის კარიერაში საუკეთესოდ

ტურინის იუვენტუსისა და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ Soccer.com-ის YouTube-არხზე შეკითხვებს უპასუხა, სადაც არამხოლოდ ფეხბურთთან დაკავშირებულ თემებს შეეხო. 

რომელ გოლს მიიჩნევს მის კარიერაში საუკეთესოდ

რონალდო: რთული სათქმელია… ძნელია ერთის გამორჩევა. ამ შეკითხვას ყოველთვის მარტივად უპასუხებ: "უკანასკნელი". ვიცი, რომ ის არ არის ყველაზე ლამაზი, მაგრამ მნიშვნელოვანი - უკანასკნელი გოლია.

კრიშტიანო სეოზნის განახლებისთვის ემზადება

რომელ ლეგენდარულ ფეხბურთელთან ერთად ითამაშებდა

რონალდო: რთული შეკითხვაა, ამისთვის მზად არ ვარ (ეღიმება). გონებაში ძალიან ბევრი ფეხბურთელის სახელი მიტრიალებს, მაგრამ მოდი, ჩემს თანამემამულეს დავასახელებ, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. ეს ეუსებიოა. ის პორტუგალიის ერთ-ერთი სიმბოლოა. ვისურვებდი მასთან ერთად თამაშს იმიტომ, რომ ჯერ ერთი - ის პორტუგალიელი იყო და მეორეც - ის არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. ვითამაშებდი მასთან ერთად ნაკრებში.

რომელ პროფესიას აირჩევდა, ფეხბურთელი რომ არ ყოფილიყო

რონალდო: რომ არ ვყოფილიყავი ფეხბურთელი, ვიქნებოდი მსახიობი ან მოდელი. არცკი ვიცი. ალბათ უფრო მსახიობი, მაგრამ ზუსტად არც ვიცი, მაქვს თუ არა საამისოდ ნიჭი.  მაგრამ ყოველთვის ვამბობ, რომ თავდაუზოგავი შრომით ყველაფერი მიიღწევა. 

კრიშტიანოს საყვარელი ფილმი

რონალდო: საყვარელი ფილმი ბევრი მაქვს, მაგრამ განსაკუთრებით დოკუმენტური ფილმები მხიბლავს. მომწონს დრამა, ჩემი საყვარელი ფილმი კი ალბათ "კრავთა დუმილია".

კრიშტიანო რონალდო ცუდი მსახიობი ან მოდელი ნამდვილად არ იქნებოდა

კრიშტიანო რონალდო ტურინის იუვენტუსის ღირსებას 2018 წლის ზაფხულიდან იცავს, სადაც მადრიდის რეალიდან გადავიდა. ტურინელებმა მასში 117 მილიონი ევრო გადაიხადეს - ყველაზე ძვირი კლუბის ისტორიაში. პორტუგალიელს იუვესთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

კომენტარები

ბოლო ამბები