Thumbnail
  • თბილისის ლოკომოტივი 0:6 თბილისის დინამო
  • 0:1, 0:4 ნინუა (3, 44), 0:2 კუტალია (38), 0:3 ქავთარაძე (41), 0:5 შულაია (71), 0:6 კარიკარი (77)

ეროვნული ლიგის 22-ე ტურში თბილისის ლოკომოტივმა თბილისის დინამოს უმასპინძლა და 0:6 დამარცხდა. თბილისურ დერბის როი მაკაი დაესწრო, რომელიც როტერდამის ფეიენოორდის მთავარმა მწვრთნელმა იაპ სტამმა ჰოლანდიიდან დინამოზე დასაკვირვებლად გამოგზავნა.

ფელის ვისენტეს გუნდმა ლოკომოტივს 6 გოლი გაუტანა. დემეტრე ბულისკერიას კარში გოლები ნიკა ნინუამ (2), ლევან კუტალიამ, ნოდარ ქავთარაძემ, აკაკი შულაიამ და კვამე კარიკარიმ გაიტანეს.

გაბალასთან გატანილი გოლის შემდეგ, კარიკარიმ ეროვნულ ლიგაშიც მოახერხა თავის გამოჩენა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:6. დინამოს 44 ქულა აქვს და ბათუმის დინამოს უკვე 4 ქულით უსწრებს. ბათუმელებმა გორის დილასთან ვერ მოიგეს და უკვე 5-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ.

📺 ლოკომოტივი 0:6 დინამო - მატჩის გოლები 

თბილისის ლოკომოტივი 0:6 თბილისის დინამო

თბილისის ლოკომოტივი 0:6 თბილისის დინამო • ეროვნული ლიგის 22-ე ტური

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on კვირა, 04 აგვისტო, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები