Thumbnail

დაძაბული შეხვედრა ბათუმში! დინამო-დილას მატჩი ფრედ დასრულდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • დინამო ბათუმი 0:0 გორის დილა
  • დაძაბული მატჩი ანგისაზე ფრედ დასრულდა
  • შემდეგ ტურში ბათუმელები გასვლაზე ვიტ ჯორჯიას ეთამაშებიან

საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრე, ბათუმის დინამომ ანგისას ბაზაზე გორის დილასთან მატჩით განაახლა, რომელიც უგოლო ფრედ - 0:0 დასრულდა.

მატჩი ორმხრივი შეტევების ფონზე წარიმართა, დინამოსთან შეხვედრა ეროვნულ ლიგაში დილას ახალი მწვრთნელისთვის - გიორგი ნემსაძისთვის სადებიუტო იყო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შევარდენი ივნისში დატოვა, ხოლო ივლისიდან უკვე გორის დილას ხელმძღვანელობს.

ბათუმელებს პირველი ეპიზოდი მე-12 წუთზე ჰქონდათ, როდესაც საჯარიმოს გარედან დილას კარისკენ დინამოს 13 ნომერი - გიული მანჯგალაძე ურტყამდა.

მანჯგალაძის მომენტი

მანჯგალაძის მომენტიდან 10 წუთში დინამოს კართან ხიფათი ახალგაზრდა გიორგი კუციამ შექმნა, თბილისის დინამოს აღზრდილმა სტანდარტული შეასრულა და ალავიძის კარი ძელმა იხსნა.

კუციას საჯარიმო დარტყმა

მალევე მომენტი დილას კართან შეიქმნა, გორელთა საჯარიმოში ამოს ნონდიმ და გია ჩადუნელმა ერთმანეთს ვერ გაუგეს, შედეგად დილას კარისკენ წასული სახიფათო ბურთი ჩოჩიშვილმა მოიგერია.

ჩოჩიშვილის კარგი თამაში

მატჩის მიწურულს შეხვედრაში კიდევ ერთი ძელი დაფიქსირდა - დინამოს ბრაზილიელმა შემტევმა - გაბრიელ რამოსმა საჯარიმოს გარედან ბურთი ახლო კუთხეში გაგზავნა, თუმცა მისი დარტყმული ძელს მოხვდა.

კიდევ ერთი ძელი

73-ე წუთზე ბენჟამინ ტეიდის ნაცვლად მოედანზე საქართველოს ნაკრების მარჯვენა ფლანგელი - ჯაბა ჯიღაური შემოვიდა, რომელიც ბათუმელთა ახალწვეულია.

საბოლოოდ მატჩი 0:0 დასრულდა, დინამოელებმა მეორე წრე ფრით განაახლეს და შემდეგ მატჩს 10 აგვისტოს გასვლაზე, ვიტ ჯორჯიასთან გამართავენ.

გიორგი ნემსაძე: "საბოლოოდ, მატჩის შედეგით კმაყოფილი ვარ, ბათუმის დინამოსთან პირველივე შეხვედრაში ფრე, ვფიქრობ, კარგი შედეგია. იყო რაღაც ხარვეზები, შეცდომები დაშვებული ჩვენი მხრიდან, თუმცა იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ამ ყველაფერს გავაუმჯობესებთ."

გია გეგუჩაძე: "ფეხბურთელებს თავი არ დაუზოგავთ, საკმაოდ დიდ უპირატესობასაც ვფლობდით მეორე ნახევარში, გვქონდა მომენტები, თუმცა გოლის გატანა ვერ შევძელით. მაგრამ ამ ეტაპზე, როდესაც პირველი თამაშია, ფორმაში შესვლას დრო ჭირდება და გამოსწორდება ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში."

შემადგენლობები

ბათუმის დინამო: ალავიძე (კაპ), ტეიდი (73- ჯიღაური), მანჯგალაძე, ფლამარიონი (81 - ილურიძე), მამუჩაშვილი, გეგეჭკორი, კობახიძე, დვალიშვილი (67 - გაფრინდაშვილი), გაგოშიძე, ნავალოვსკი, რამოსი.

გორის დილა: ჩოჩიშვილი, გიორბელიძე, ნონდი, ჩადუნელი, რაზმაძე (კაპ), ფორტესი, კუცია, ნონიკაშვილი (78 - გაგნიძე), წიქარიძე (69 - კერელეიშვილი), რიდი (88 - პაიმი), სანტოსი.

📸 | დინამო ბათუმი V დილა

📸 | დინამო ბათუმი V დილა

📸 | დინამო ბათუმი V დილა

📸 | დინამო ბათუმი V დილა

📸 | დინამო ბათუმი V დილა

📸 | დინამო ბათუმი V დილა

📸 | დინამო ბათუმი V დილა

📸 | დინამო ბათუმი V დილა

📸 | დინამო ბათუმი V დილა

📸 | დინამო ბათუმი V დილა

📸 | დინამო ბათუმი V დილა

📸 | დინამო ბათუმი V დილა

📸 | დინამო ბათუმი V დილა

📸 | დინამო ბათუმი V დილა

📸 | დინამო ბათუმი V დილა

📸 | დინამო ბათუმი V დილა

📸 | დინამო ბათუმი V დილა

კომენტარები

ბოლო ამბები