Thumbnail

სიტიმ ლივეპრული პენალტებში დაამარცხა! სუპერთასი მანჩესტერში დარჩება...

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ლივერპული 1:1 (4:5/პენ) მანჩესტერ სიტი
  • 0:1 - სტერლინგი (12), 1:1 - მატიპი (77)

დღეს უემბლიზე მანჩესტერ სიტიმ, ინგლისის სუპერთასისთვის მატჩი ლივერპულს პენალტების სერიაში მოუგო, თუმცა უშუალოდ მატჩის ძირითადი დრო და დამატებითი ტაიმები ფრედ - 1:1 დასრულდა. 

შეხვედრაში ანგარიში რაჰიმ სტერლინგმა გახსნა, რომელმაც თავის ყოფილ კლუბს გაუტანა. ხოლო მატჩის მიწურულს, ლივერპულის ტუნიესლმა ლეგიონერმა - ჯოელ მატიპმა საჯარიმოში შექმნილი არეულობის შედეგად გაათანაბრა.

⚽ - სტერლინგის გოლი

⚽ - ვან დაიკის მომენტი

⚽ - მატიპის გოლი

⚽ - სალაჰის მომენტი

ძირითადი დროის და დამატებითი ტაიმების დამოწურვის შემდეგ, თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა, სადაც 5-5 დარტყმაში ერთადერთი პენალტი - ჯორჯინიო ვაინალდუმმა ვერ გამოიყენა, რომელსაც მატჩის გმირმა კლაუდიო ბრავომ პენალტი აუღო.

შედეგად მანჩესტერ სიტი ქომუნითი შილდს მეექვსედ დაეუფლა, მათშორის ზედიზედ მეორედ. ყველაზე მეტჯერ კი სუპერთასი სიტის თანაქალაქელს - იუნაიტედს აქვს მოგებული - 21!

კომენტარები

ბოლო ამბები