Thumbnail
  • ბუდაპეშტში მაქს ფერსტაპენი დიდხანს ლიდერობდა
  • ლუის ჰემილტონმა მას ფინიშამდე 3 წრით ადრე გადაასწრო

ერთი კვირის წინ, ლუის ჰემილტონს უმძიმესი უიქენდი ჰქონდა - ავად იყო და გერმანიის გრანპრიზე მხოლოდ მე-9 ადგილი დაიკავა. ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, 34 ბრიტანელი იდეალურად დაბრუნდა! ზაფხულის დიდ პაუზამდე ბოლო რბოლაში მან თავისი კლასი აჩვენა და ბუდაპეშტში მე-7 ტრიუმფი იზეიმა!

‘უნგარორინგზე’, 67 წრის განმავლობაში, პოულის მფლობელი მაქს ფერსტაპენი ლიდერობდა, მერე კი ბრიტანელმა მისი გადასწრება და რბოლის მოგება შეძლო. მესამე ადგილი სებასტიან ფეტელმა დაიკავა, თუმცა ტოპ-დუეტს მაგრად ჩამორჩა.

ჰემილტონმა მერსედესის საბურავების უკეთესი სტრატეგიით ისარგებლა და ფინიშამდე 3 წრით ადრე გადაასწრო. ფორმულა 1-ში ახლა ერთთვიანი შესვენება დაიწყო - მომდევნო გრანპრი ბელგიის სპა-ზე გაიმართება.

საერთო ჩათვლაში ჰემილტონი 250 ქულით ლიდერობს. მეორე ადგილზე მისი თანაგუნდელი ვალტერი ბოტასია - 188 ქულით. ფერსტაპენი მესამე პოზიციაზეა და 181 ქულა აქვს. სებასტიან ფეტელი 156 ქულით მეოთხე, ფერარის მეორე პილოტი შარლ ლეკლერი კი - 132 ქულით მეხუთე ადგილზეა. კონსტრუქტორთა თასზე მერსედესი დიდი უპირატესობით ლიდერობს (438 ქულა). ფერარი მეორეა - 288 ქულით.

გამოკითხვა

ვინ გახდება ჩემპიონი 2019 წელს?

  • ლუის ჰემილტონი
  • სებასტიან ფეტელი
  • მაქს ფერსტაპენი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები