Thumbnail

პირველი მოგება ევროპის ჩემპიონატზე! საქართველომ ფინეთი დაამარცხა

  • საქართველო 23:22 ფინეთი
  • ლიეტუვასთან წაგების შემდეგ, 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ფინეთთან გაიმარჯვა

ხელბურთელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში (U17), რომელსაც თბილისის სპორტის სასახლე მასპინძლობს, საქართველოს ნაკრებმა ფინეთის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში, ერთი ბურთით, 23:22 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრები B ჯგუფში თამაშობს და პირველ დაპირისპირებაში ლიეტუვას ნაკრებთან წაგების შემდეგ, ეს უმნიშვნელოვანესი და ძალიან საჭირო გამარჯვება იყო.

HIGHLIGHTS | GEO VS FIN

Highlights | Georgia 🇬🇪 23 - 22 🇫🇮 Finland Group B, Aug 4 #georgia2019 #w17ehf

Posted by საქართველოს ხელბურთის ფედერაცია • Georgian Handball Federation on კვირა, 04 აგვისტო, 2019

საქართველომ პირველი ტაიმი 9:7 მოიგო, ხოლო მეორე ნახევარში ლიზა ჩხაიძემ გაიბრწყინა, რომელმაც 8 გოლიდან 7 ბურთი მეორე ტაიმში გაიტანა. საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში გასვლის შანსს ჯერაც ინარჩუნებს. 5 აგვისტოს მათი მეტოქე ლატვიის ნაკრები იქნება. მატჩი 16 საათზე დაიწყება და შეხვედრაზე დასწრება ყველა მსურველს უფასოდ შეუძლია.

ლიზა ჩხაიძე (მატჩის საუკეთესო მოთამაშე): "პირველი ტაიმი ძალიან მძიმე იყო. დასაწყისში ვაგებდით, მაგრამ მაყურებლის მხარდაჭერით ჩვენმა გუნდმა გააუმჯობესა თამაში და გაიმარჯვა. ჩვენი მომავალი მიზანი იქნება ბრძოლა ყველას წინააღმდეგ და რაც შეიძლება უკეთესი ადგილის დაკავება ამ ტურნირზე."

 

კომენტარები

ბოლო ამბები