Thumbnail

მსოფლიო თასზე ბორჯღალოსანთა მეოთხე მეტოქეც ცნობილია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ურუგვაი 32:31 კანადა.
  • ურუგვაიმ მსოფლიო თასის საგზური მოიპოვა.
  • ურუგვაელები ბორჯღალოსანთა ჯგუფში იასპარეზებენ.

ურუგვაიმ ერთი კვირის წინ კანადას სტუმრად 38:29 მოუგო და მსოფლიო თასისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ურუგვაის ნაკრების კაპიტანი ხუან მანუელ გამინარა წინასწარი პროგნოზისგან თავს იკავებდა, კანადელებს ბოლომდე ბრძოლა შეუძლიათო, რაშიც არ შემცდარა.

მონტევიდეოში გამართული შეხვედრა კანადელთა უპირატესობით დაიწყო. ისინი ჯერ ჯარიმით დაწინაურდნენ, ხოლო ვან დერ მერვემ სანაკრებო კარიერაში 30-ე ლელოთი კანადელთა უპირატესობა რვა ქულამდე გაზარდა. კანადელებმა კიდევ ერთი ლელოს დადება მოახერხეს და 15:0 დაწინაურდნენ. ურუგვაელებმა იგნასიო დოტის ლელოთი შეამცირეს სხვაობა. გუნდებმა თითო ჯარიმა გაცვალეს და სტუმრებმა ტაიმი 18:10 მოიგეს.

სტუმრებმა ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ ურუგვაიმ თამაშის შემოტრიალება მოახერხა და მსოფლიო თასის საგზურიც მოიპოვა. მასპინძლებმა მატჩი 32:31 მოიგეს.

ურუგვაის, ბორჯღალოსნების გარდა, ჯგუფში ფიჯი, უელსი და ავსტრალია ელოდება.

კომენტარები

ბოლო ამბები