Thumbnail

ბრიტანულმა ონლაინგამოცემა RUGBY PASS-მა ტიერ 2-ის, ანუ მეორე დონის სარაგბო ქვეყნების სიმბოლური ნაკრები შეადგინა, სადაც 3 ქართველი მორაგბე მოხვდა.

RUGBY PASS-მა ძირითად შემადგენლობაში ცხრა ნომერზე ვასილ ლობჟანიძე აირჩია, ხოლო პირველ ნომერზე გამოცემის რჩეული რასინგის მორაგბე გურამ გოგიჩაშვილი გახდა.

შემცვლელ გუნდში ათ ნომერზე თედო აბჟანდაძეა. ბრივის მორაგბე სიმბოლურ გუნდში ამერიკელი ეი ჯეი მაგინტის ალტერნატივად მიიჩნევა.

RUGBY PASS გურამ გოგიჩაშვილსა და ვასილ ლობჟანიძეზე: "გურამ გოგიჩაშვილმა ბოლო 12 თვეში ძალიან მოუმატა და შთამბეჭდავად თამაშობს. ლობჟანიძე 18-წლამდელთა ნაკრებიდან ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდებოდა. მასთან ერთად, ბრივში თედო აბჟანდაძე ითამაშებს, რაც საქართველოს ნაკრების 9 და 10 ნომრებს ძალიან დაეხმარებათ."

კომენტარები

ბოლო ამბები