Thumbnail
  • მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელები ტრანსფერებს ითხოვენ
  • რობერტ ლევანდოვსკის აზრით, გუნდის გაძლიერება აუცილებელია

მანუელ ნოიერმა და იოზუა კიმიხმა ერთსა და იმავე გუნდში ითამაშეს და ერთსა და იმავე თამაშზე საუბრობდნენ, მაგრამ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული შინაარსის კომენტარები გააკეთეს. დორტმუნდთან სუპერთასზე წაგების (0:2) შემდეგ, ბაიერნის მეკარემ თქვა, რომ პირველი ტაიმი საკმაოდ მოეწონა, კიმიხმა კი აღნიშნა, რომ პირველ ტაიმში ორივე გუნდმა ძალიან ცუდად ითამაშა.

“დორტმუნდელებმა საკმაოდ ბევრი შეცდომა დაუშვეს და შანსები გვაჩუქეს, მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ პირველ ტაიმში ჩვენ უფრო მეტი შეცდომა დავუშვით,” - განაცხადა კიმიხმა DAZN-თან ინტერვიუში. მატჩს, რომელიც დორტმუნდის კაპიტან მარკო როისსაც მოეწონა, მიუნხენური გრანდის მარჯვენა მცველი ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე სუსტს უწოდებს.

სკანდალური ეპიზოდი მეორე ტაიმში: კიმიხმა ამის გამო მხოლოდ ყვითელი ბარათი მიიღო

კიმიხს, ისევე, როგორც ბაიერნის სხვა ფეხბურთელებს, მიაჩნია, რომ გუნდს გაძლიერება სჭირდება. “ყველამ იცის, რასაც ვფიქრობ და ამაში მთელი გუნდი მეთანხმება. ჩვენ ყველას გვჯერა, რომ სეზონის დაწყებამდე რაღაცები შეიცვლება,” - დასძინა კიმიხმა.

“ხანდახან უბრალოდ გჭირდება ფეხბურთელები სათადარიგოთა სკამზე, რომლებსაც მოედანზე გასვლა და ბევრი რამის შეცვლა შეუძლიათ. დღეს სწორედ ის მომენტი იყო, როცა კარგად გამოჩნდა, როგორ გვჭირდება გაძლიერება,” - ეს რეკორდმაისტერის თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის სიტყვებია, რომელიც ასეთ რამეს პირველად არ ამბობს, - “ახალგაზრდა მოთამაშეებს, რომლებიც სკამზე გვყავდა, დიდი პოტენციალი აქვთ, ეს მართალია. მაგრამ დიდი მიზნებისთვის საბრძოლველად მეტია საჭირო.” 

რობერტ ლევანდოვსკი გუნდის გაძლიერებას დიდი ხანია ითხოვს

ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა მეორე ტაიმში მოედანზე ალფონსო დევისი, რენატო სანჩესი და ბენჟამენ პავარი შეუშვა. მათ გარდა, სერჟ გნაბრის, ხავი მარტინესისა და ახალწვეული ლუკა ერნანდესის არყოფნაში, კოვაჩს სათადარიგოთა სკამზე მხოლოდ მეკარეები, ფიტე არპი და ბაიერნის მეორე გუნდის მოთამაშეები, რაიან იუჰანსონი და სარპრეტ საინი ჰყავდა. ბაიერნის ხელმძღვანელებს ჯერ კიდევ აქვთ იმის დრო, რომ ახალი სეზონის დაწყებამდე გუნდი გააძლიერონ. ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, რომ მომდევნო კვირაში ლეროი სანეს (მანჩესტერ სიტი) ტრანსფერი განხორციელდება...

კომენტარები

ბოლო ამბები