Thumbnail

14 თვის შემდეგ - ქართველი ჰოლანდიის ერედივიზიეში, აბურჯანიას დებიუტი შედგა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტვენტე 1:1 პსვ ეინდჰოვენი
  • გიორგი აბურჯანიას დებიუტი ჰოლანდიაში

2018 წლის მაისის შემდეგ, როცა გურამ კაშიამ ბოლოჯერ მოირგო ვიტესის ფორმა, ჰოლანდიის ერედივიზიეში ქართველმა ითამაშა - პირველ ტურში ტვენტემ პსვ ეინდჰოვენს უმასპინძლა და 1:1 დაუზავდა.

66-ე წუთზე, როცა ანგარიში უკვე 1:1 იყო, მასპინძელთა რიგებში 24 წლის გიორგი აბურჯანია გამოჩნდა. აბურჯანია სევილიას საკუთრებაშია, მაგრამ ანდალუსიური კლუბის ძირითად გუნდში ერთხელაც არ უთამაშია, ხიმნასტიკიდან გადასული აბურჯანია ჯერ მე-2 გუნდში თამაშობდა, შემდეგ კი იჯარით გალისიურ ლუგოში.  

გიორგი აბურჯანიას დებიუტი ჰოლანდიის ერედივიზონში

გიორგი აბურჯანიას დებიუტი ჰოლანდიის ერედივიზონში SILK SPORT-ის გუნდი ქართველ ფეხბურთელს წარმატებას უსურვებს

Posted by Silk Sport on შაბათი, 03 აგვისტო, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები