Thumbnail

ბაიერნი დამარცხებულია - დორტმუნდმა სეზონი სუპერთასის მოგებით დაიწყო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • დორტმუნდი 2:0 ბაიერნი
  • 1:0 პაკო ალკასერი (48), 2:0 სანჩო (69)

დორტმუნდის "სიგნალ იდუნა პარკზე" გერმანიის სუპერთასის მატჩი გაიმართა, რომელშიც დორტმუნდის ბორუსიამ მიუნხენის ბაიერნს 2:0 მოუგო და სეზონში პირველ ტიტულს დაეუფლა.

გოლები მეორე ტაიმში გავიდა, ჯეიდონ სანჩოს პასით დორტმუნდი ესპანელმა პაკო ალკასერმა დააწინაურა, შემდეგ თავად სანჩომ გამოიჩინა თავი კონტრშეტევაზე და ლუსიენ ფავრის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

დორტმუნდი 2:0 ბაიერნი

გოლები: 1:0 პაკო ალკასერი (48), 2:0 სანჩო (69)

დორტმუნდი (4-2-3-1): ჰიტცი - პიშჩეკი (80. ვოლფი), აკანჯი, თოფრაქი, შულცი - ვიტსელი, ვაიგლი - სანჩო (80. ლარსენი), როისი, გერეირო (75. ჰაკიმი) - პაკო ალკასერი

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - კიმიხი, ზიულე, ბოატენგი, ალაბა (70. სანშეში) - ტოლისო, ტიაგო ალკანტარა (80. პავარი) - მიულერი (66. დევისი), გორეტცკა, კომანი - ლევანდოვსკი 

კომენტარები

ბოლო ამბები