Thumbnail

ნოვიცკი: ხალხი სტუმართმოყვარეა, მინდა მეტი გავიგო საქართველოზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • დირკ ნოვიცკი ზაზა ფაჩულიას აკადემიის ბავშვებს შეხვდა
  • შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნოვიცკიმ მედიასთან კომენტარი გააკეთა

ლეგენდარული გერმანელი კალათბურთელი დირკ ნოვიცკი ზაზა ფაჩულიას აკადემიას ესტუმრა და აკადემიის აღსაზრდელებს შეხვდა. გერმანელმა ბავშვებთან NBA-მდე განვლილი გზის დეტალებზე ისაუბრა. ნოვიცკიმ კალათბურთელის ცხოვრებაში განათლების როლზეც გაამახვილა ყურადღება, რის შემდეგაც აკადემიის მოსწავლეებმა მას კითხვები დაუსვეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, დირკ ნოვიცკიმ და ზაზა ფაჩულიამ მედიასთან კომენტარი გააკეთეს. დირკმა ზაზაზე და შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ფაჩულიამ კი კომენატრი იმაზე გააკეთა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები ბავშვებისთვის.

დირკ ნოვიცკი: საქართველოში კარგ დროს ვატარებ. აქ ოჯახთან ერთად ჩამოვედი და ძალიან მომწონს ყველაფერი. ზაზა იდეალური მასპინძელია. ქართველი ხალხი სტუმართმოყვარეა და ვინც შეგვხვდა, ყველა მქომაგობს. ვერ ვითმენ, მსურს კიდევ უფრო მეტი გავიგო თქვენს კულტურასა და ისტორიაზე.

რამდენიმე ადგილი მოვინახულე. ზაზა ზრუნავს აკადემიის, ქვეყნის, ქალაქისა და კულტურის განვითარებაზეც. ზაზა ძალიან კარგი ადამიანია და მას სურს, რომ ყველაფერი კიდევ უფრო კარგი გახდეს. კარგია, რომ ფაჩულია გყავთ.

ზაზა ფაჩულიას კომენტარი 📺

კომენტარები

ბოლო ამბები