Thumbnail

4 გოლი არნემში - ამსტერდამის აიაქსმა ვიტესს ვერ მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ვიტესი 2:2 აიაქსი
  • 1:0 შუურსი (13 ავტოგოლი), 1:1 ვან დე ბეეკი (30), 2:1 ბაზოერი (55), 2:2 ტადიჩი (75)

ერედივიზიეს პირველ ტურში ამსტერდამის აიაქსი ვიტესს ესტუმრა და ფრედ 2:2 ეთამაშა. მოქმედი ჩემპიონები შეხვედრას 2-ჯერ აგებდნენ, თუმცა ორივეჯერ გაათანაბრეს და პირველ ტურში მხოლოდ ქულა მოიპოვეს.

მასპინძლები მე-13 წუთზე შუურსის ავტოგოლით დაწინაურდნენ. ბეროს დარტყმის შემდეგ ბურთი ჰოლანდიელ მცველს მოხვდა და ისე შეგორდა ონანას კარში. აიაქსმა პირველი ტაიმი არ წააგო - წონასწორობა დონი ვან დე ბეეკმა აღადგინა - 1:1.

ვიტესი მეორე ტაიმში 55-ე წუთზე ისევ წინ გავიდა. ბაზოერმა ამსტერდამელებს მე-2 გოლი ლამაზი დარტყმით გაუტანა. აიაქსმა დუშან ტადიჩის გოლით გაათანაბრა. შარშანდელი სეზონის ბომბარდირმა ვიტესს 75-ე წუთზე გაუტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2.

მიუხედავად იმისა, რომ ერიკ ტენ ჰაგის გუნდი 2-ჯერ აგებდა, თამაშის მოგება მაინც შეეძლო, მაგრამ ამსტერდამელებმა ბაზოერის გაძევებით შექმნილი რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენეს.

აიაქსი მე-2 ტურში ემენს უმასპინძლებს, ხოლო ვიტეს ვილემს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები