Thumbnail
  • კანადის ღია პირველობის ბადე ცნობილია
  • ორშაბათს ნიკოლოზ ბასილაშვილი 1 ადგილით დაქვეითდება

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი (16) ორშაბათიდან კანადაში, მონრეალის მასტერსზე (ATP World Tour Masters 1 000 ) - "როჯერსის თასზე" ითამაშებს. კანადის ღია პირველობაზე გამარჯვებული ათას ქულასთან ერთად $1 050 000-ს მიიღებს.

მე-13 ნომრად განთესილ ქართველს პირველ წრეში სერბი დუშან ლაიოვიჩი (26) შეხვდა. შეიძლება ითქვას, რომ ნიკას არ გაუმართლდა, პირველივე მეტოქე სერიოზული ჰყავს. ურთიერთშეხვედრებში ქართველი 2:1 ლიდერობს (თუ პეკინის ჩელენჯერის საკვალიფიკაციოსაც მივათვლით - 3:1-ს). 

გამარჯვების შემთხვევაში, ბასილაშვილი მე-2 წრეში ან "უაილდ ქარდით" მიწვეულ ჟო-ვილფრედ ცონგას (საფრანგეთი, 70) შეხვდება, ან გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს (35). მე-3 წრეში კი, შესაძლოა, მე-3 ნომრად განთესილ ალექსანდერ ზვერევს (5) შეხვდეს. შეგახსენებთ, რომ ნიკამ ახლახან საოცარ მატჩში დაამარცხა გერმანელი მისსავე მშობლიურ ქალაქ ჰამბურგში, შემდეგ კი ტურნირიც მოიგო. 

ნიკას ამ კვირაში არსად უთამაშია, ასე რომ, ორშაბათს ისევ 1 975 ქულით იქნება, რეიტინგში, მაგრამ ერთ ადგილს დაკარგავს - მას მარინ ჩილიჩმა გადაუსწრო. ქართველი ორშაბათიდან მსოფლიოს მე-17 ჩოგანი იქნება.  

კომენტარები

ბოლო ამბები