Thumbnail

ზედიზედ მეშვიდედ! - პსჟ-მ ჩინეთში რენთან თამაში შემოატრიალა და სუპერთასი მოიგო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • პსჟ 2:1 რენი
  • 0:1 უნუ (13), 1:1 მბაპე (57), 2:1 დი მარია (73)

ჩინეთის ქალაქ შენჟენში საფრანგეთის სუპერთასის (Trophée des Champions) მატჩი გაიმართა - თომას ტუხელმა სეზონში პირველი ტიტული მოიგო: პსჟ-მ რენთან თამაში შემოატრიალა და 2:1 გაიმარჯვა.

ეს პსჟ-ს ზედიზედ მე-7 სუპერთასია, სულ კი -მეცხრე. პსჟ-ს არ ჰყოლია ნეიმარი, რომელიც დისკვალიფიცირებული იყო. სამაგიეროდ, ტუხელმა სასტარტო 11-ეულში ახალწვეულები პაბლო სარაბია, ანდერ ერერა და აბდუ დიალო დააყენა. 

მატჩი მბაპეს გოლმა შემოატრიალა

მე-13 წუთზე ბენჟამინ ბურიჟომ ადრიენ უნუს გაატანინა ახლო მანძილიდან. თამაშში გარდამტეხი 57-ე წუთი გამოდგა, როცა პსჟ-ს ახალწვეულმა პაბლო სარაბიამ კილიან მბაპეს ლამის ცარიელ კარში გაატანინა. 

73-ე წუთზე პსჟ-ს სუპერთასი ანხელ დი მარიამ მოუტანა შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით, რომელიც მის პარიზულ კარიერაში 70-ეა. 

პსჟ V რენი (დი მარიას გოლი)

პსჟ (5-3-2): არეოლა - მონიე (80. ტიაგო სილვა), კერერი, მარკინიოსი (78. პარედესი), დიალო, ბერნატი - სარაბია, ვერატი, ანდერი (61. დი მარია) - მბაპე, კავანი

კომენტარები

ბოლო ამბები