Thumbnail

ტრანსფერები | დაბრუნება სამშობლოში - ნემსაძე დიდ 10-ში ითამაშებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოს ნაკრების მორაგბე კარიერას დიდ 10-ში გააგრძელებს
  • გიორგი ნემსაძე ბოლოს უელსური ოსპრისის ღირსებას იცავდა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრი, გიორგი ნემსაძე ახალი სეზონიდან დიდ 10-ში ითამაშებს და მშობლიური ქალაქის ქომაგის გახარებას ეცდება. ნემსაძე კარიერას ქუთაისის აიაში აგრძელებს.

საქართველოს რაგბის კავშირის გვერდზე ქუთაისის აიას შემადგენლობა გამოქვეყნდა, სადაც მომდევნო სეზონის განაცხადში ნემსაძეც არის შეყვანილი. ნემსაძე ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს თასისთვის ემზადება.

გიორგის ნაკრებში 85 მატჩი აქვს ჩატარებული და 13 ლელო აქვს გატანილი. ნემსაძის გარდა, აიამ ლაშა შალიკაშვილი (ვეფხვები), თორნიკე აქუბარდია (ხარები), გურამ შენგელია (ჯიქი), ლაშა გოგიაშვილი (ხარები) და ავთანდილ კოპალიანი, რომელიც დიდიხნის განმავლობაში საფრანგეთში თამაშობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები