Thumbnail
  • ბათუმის კლუბმა სწორი და დროული ტრანსფერები განახორციელა
  • გია გეგუჩაძის გუნდს ჯიღაურთან ერთად, უკრაინელი მეკარეც დაემატა
  • 31 წლის მაქსიმ კუჩინსკის უკრაინის პრემიერლიგაში უთამაშია

ბათუმის დინამომ ახალწვეულები წარადგინა - საქართველოს ნაკრების 27 წლის ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური, რომელმაც კლუბთან ცოტა ხნის წინ 1,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ასევე, 31 წლის უკრაინელი მეკარე მაქსიმ კუჩინსკი, რომელიც ბათუმელთა ღირსებას სეზონის ბოლომდე დაიცავს.

ჯიღაური და კუჩინსკი - პრეზენტაცია

ჯიღაური და კუჩინსკი - პრეზენტაცია

ჯიღაური და კუჩინსკი - პრეზენტაცია

ჯიღაური და კუჩინსკი - პრეზენტაცია

ჯიღაური და კუჩინსკი - პრეზენტაცია

ჯიღაური და კუჩინსკი - პრეზენტაცია

ჯაბა ჯიღაური (ბათუმის დინამოს ნახევარმცველი)

"მადლობა ბათუმის დინამოს მრავალრიცხოვან გულშემატკივარს, რომ ყველა თამაშზე ამხნევებს გუნდს. აქამდეც ვუყურებდი გუნდის თამაშებს და ეს ძალიან სასიამოვნოა როგორც ჩემთვის, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის. 

ბედნიერი ვარ ბათუმის დინამოში ყოფნით. მინდა, ამ კლუბთან ერთად მოვიგო, რაც შეიძლება მეტი ტიტული და დავეხმარო მას დიდი წარმატებების მიღწევაში. პირველ რიგში, მსურს, რომ გუნდი გახდეს ჩემპიონი, შემდეგ კი წარმატებით გამოვიდეს ევროტურნირებზე".

მაქსიმ კუჩინსკი ზაპოროჟიეს მეტალურგის საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და 16 წლიდან ამ კლუბთან კონტრაქტი აკავშირებდა, თუმცა მხოლოდ დუბლებში გამოდიოდა. მეკარემ, რომელსაც უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრებში სამი მატჩი აქვს ჩატარებული, ერთი წელიწადი იჯარით კიროვოგრადის ზვეზდაში გაატარა და მასთან ერთად უკრაინის მეორე ლიგის გამარჯვებული გახდა. 2010 წელს მეტალურგის დატოვების შემდეგ, კუჩინსკი ჯერ მეორე ლიგის  ჩერნიგოვსკის დესნაში გადავიდა, შემდეგ - პოლტავაში, სადაც ხუთი სეზონი გაატარა. მეკარემ ასევე მოასწრო თამაში ჩერკასკის დნეპრში. კუჩინსკი, რომელმაც ორჯერ მოიგო უკრიანის პირველი ლიგა, 2018 წლიდან უკრაინის პრემიერლიგის ლვოვის კარპატიში აღმოჩნდა. მეკარემ კარპატის ღირსება ჩემპიონატის 22 შეხვედრაში დაიცვა, საიდანაც 6-ში კარი "მშრალად" შეინახა. 

2019 წლის ზაფხულიდან კუჩინსკი თავისუფალი აგენტი გახდა. მეკარემ კარიერის გაგრძელება ბათუმის დინამოში გადაწყვიტა, რომელთანაც კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა, მისი გახანგრძლივების პერსპექტივით.

მაქსიმ კუჩინსკი (ბათუმის დინამოს მეკარე)

"სამშობლოში, უკრაინის პრემიერლიგაში გამოსვლის შემდეგ, მქონდა სხვადასხვა ვარიანტები და ძალიან მიხარია, რომ სწორედ ბათუმის დინამოში აღმოვჩნდი. ჩემთვის ეს ახალი ქვეყანა, ახალი გამოწვევაა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რათა მაქსიმალურ მიზნებს მივაღწიოთ. ბიჭებმა ბრწყინვალედ მიმიღეს და ვფიქრობ, ადაპტაციისთვის აქ გატარებული ერთი კვირა, ათი დღე საკმარისია. დამრჩა მხოლოდ ენის შესწავლა და ვფიქრობ, უკვე არანაირი პრობლემა აღარ გვექნება". 

ასლან ბალაძე (ბათუმის დინამო სპორტული დირექტორი) 

"ორივე ფეხბურთელი ძალიან დიდი ძალაა ბათუმის დინამოსთვის. ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი სწორი და დროული ტრანსფერი გაკეთდა კლუბში და ეს ორი ფეხბურთელი ნამდვილად დაეხმარება ბათუმის დინამოს წინსვლაში".

შეგახსენებთ, რომ აჭარულ კლუბს ახალი გენერალური სპონსორი ჰყავს. კომპანია ევროპაბეთმა ბათუმის დინამოსთან 1,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამ პერიოდში კლუბში 600 000 ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს. ბათუმის დინამოს მთავარი მედია-პარტნიორი POPSPORT.COM იქნება.

წაიკითხე | ჩვენ ერთად ვწერთ ისტორიას

ბათუმის დინამო საქართველოს ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 21 მატჩის შემდეგ, სატურნირო ცხრილში 39 ქულით მესამე ადგილს იკავებს და ლიდერ თბილისის დინამოს სულ 2 ქულით ჩამორჩება. გია გეგუჩაძის გუნდი მომდევნო ტურის მატჩს 4 აგვისტოს, ანგისას ბაზაზე გორის დილასთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები