Thumbnail
  • მანჩესტერ სიტის 36 წლის მეკარე კლაუდიო ბრავო ქველმოქმედებით გამოირჩა
  • ჩილელმა მის სამშობლოში ხანძრებისგან დაზარალებულებს სახლები უყიდა
  • ორი წლის წინანადელი ამბავი მხოლოდ ახლახან გახმაურდა

მანჩესტერ სიტის მეკარე კლაუდიო ბრავომ, იმ ოთხ დაზარალებულ ოჯახს, რომლებიც უსახლკაროდ დარჩნენ ჩილეში, 2017 წელს გაჩენილი ხანძრების შედეგად, სახლები შეუძინა და ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ ახლახან გახდა.

ხანძრების შედეგად ჩილეში 11 ადამიანი დაიღუპა, განადგურდა სამი ათასამდე ნაგებობა და დაიწვა 400 ათასი ჰექტარი ტყის მასივი.

ორი წლის უკან ჩილეში ხანძრების მსხვერპლიც მოჰყვა

როგორც ინგლისური მედიიდან ირკვევა, ერთ-ერთი დაზარებული ოჯახის წევრმა, ცხრა წლის ბიჭუნა კამილომ, ბრავოს თხოვნით მიმართა, ესახსოვრა მისთვის ავტოგრაფიანი მაისურა. ჩილელმა მეკარემ არამხოლოდ ეს თხოვნა დააკმაყოფილა, დაზარალებულთათვის რამდენიმე სახლიც შეიძინა. ეს ამბავი ახლახან კამილოს პაპამ, მიგელმა ჟურნალისტებთან მოყვა.

"ჩემს შვილიშვილს ხანძრების შემდეგ ინტერვიუ ჰქონდა, სადაც თქვა, რომ კლაუდიოს მაისურას ნატრობდა. ამის შემდეგ ბრავო დაუკავშირდა მას და შეპირდა, რომ მაისურასაც აჩუქებდა და სახლსაც. კლაუდიოს გაწეულ დახმარებამდე განადგურებული ვიყავი და ვფიქრობდი, რომ აღარასდროს გვექნებოდა ჩვენი სახლი. ეს ზეციდან მოვლენილი დახმარება იყო. მოგვიანებით გვესტუმრა კლაუდიოს ცოლი, კარლა პარტო, ბავშვებით. მას სურდა ენახა, როგორ მოვეწყვეთ ახალ სახლში. ისინი ძალიან გულისხმიერები იყვნენ. მათ ჩემი შვილიშვილი და მამამისი ეროვნული ნაკრების მატჩზეც დაპატიჟეს".

მიგელის ოჯახი ჩილელი მეკარის მადლიერია

ჩილეს ნაკრების 36 წლის გოლკიპერი მანჩესტერ სიტის ღირსებას 2016 წლიდან იცავს. მანამდე ის მშობლიურ კოლო-კოლოში, ესპანურ რეალ-სოსიედადსა და ბარსელონაში გამოდიოდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები