Thumbnail

გოქაძე და ქობულაძე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოებისთვის იბრძვიან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოს მსოფლიო პირველობაზე 2 ბრინჯაოს მოგების შანსი აქვს
  • მედლებისთვის მათე გოქაძე (110კგ) და ბექა ქობულაძე (80კგ) იბრძვიან

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სოფიაში ჭაბუკთა მსოფლიო პირველობაზე ასპარეზობს, სადაც 2 ბრინჯაოს მედლის მოგების შანსი აქვს.

მათე გოქაძე (110კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვის. მისი მეტოქე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში დავიდ გრიგორეანსა (რუმინეთი) და დომინიკ კრავჩიკს (პოლონეთი) შორის გამარჯვებული იქნება.

ბექა ქობულაძე (80კგ) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეშაჟიდან აგრძელებს, სადაც ინდოელ როჰიტ როჰიტს უნდა მოუგოს, რის შემდეგაც მისი მეტოქე ფინელი ჯონი სარკინენი იქნება. თუ ქობულაძე ორივე ბრძოლას მოიგებს, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ყაზახ მაკსატ საილაუს შეხვდება.

მათე გოქაძე (110 კგ) სოფიაში მიმდინარე ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალშია ქართველმა მძიმეწონოსანმა ამერიკელ...

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on პარასკევი, 02 აგვისტო, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები